მსოფლიო
"აჭარა.. ხეს ვერ ატარებენ და..." - რა ხდება ბობოყვათში?
2017-04-21 15:15:56
"ფეისბუქ" მომხმარებელმა ლაშა გაბელიამ სოციალურ ქსელში ბობოყვათში, სარკინიგზო ხიდის დემონტაჟის ამსახველი ფოტო განათავსა შემდეგი კომენტარით - "სარკინიგზო ხიდის დემონტაჟი, აჭარა. ხეს ვერ ატარებენ და... აღარანაირი სიტყვა აღარ მყოფნის".ლაშა გაბელიას ფოტოზე და გამოთქმულ ვარაუდზე, რომ ხიდის დემონტაჟი აჭარიდან გურიაში ხის გადასატანად ხორციელდება, სააგენტო "აიპრესთან" კომენტარი საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურის უფროსმა გააკეთა. ცაგურიას თქმით, ხიდი, რომლის დემონტაჟიც მიმდინარეობს არის ძველი და უმოქმედო და ამ პროცესს კავშირი არ აქვს ხის გადატანასთან. მისივე თქმით, ახალი ხიდი უკვე ექსპლუატაციაშია გაშვებული.
კომენტარები