მსოფლიო
"ცოლიც გარდაიცვალა 7 თვის ფეხმძიმე"-ვინ არიან ქუთაისის შემოვლით გზაზე ავარიაში დაღუპულები
2017-04-24 00:59:38
ქუთაისი-ზესტაფონის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა 22 აპრილს საღამოს საათებში მოხდა ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ადგილზე დაიღუპა 5 ადამიანი. ავარიის დროს დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ცნობილი ხდება რომ, გარდაცვლილთაგან ოთხნი ერთი ოჯახის წევრები იყვნენ - და-ძმა იმედო და ნინიკო გოგმაჩაძეები, მათი მამა ომარი გოგმაჩაძე და იმედო გოგმაჩაძის მეუღლე, დალი დოლიძე
"სამწუხარო ამბავი გავიგეთ დღეს დილით. ვიზიარებთ ოჯახის სამძიმარს ღმერთმა ნათელში ამყოფოს თქვენი ლამაზი სულები, ძალიან მეწყინა ეს ამბავი. სრულიად გოგმაჩაძეების გვარს ვუსამძიმრებთ ამ ტრაგედიას.
იმედო ახალი დაოჯახებული იყო და ბავშვსაც ელოდებოდა, ცოლიც გარდაიცვალა 7 თვის ფეხმძიმე დალი", - წერს სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი და გარდაცვლილების ფოტოებს აქვეყნებს.
კომენტარები