0 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტის წინააღმდეგ კამპანიას გეგმავს "

ჩამოტვირთვა

პარლემენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტს, მისი ადმინისტრაციის დახმარებით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ კამპანიის დაწყებაში ადანაშაულებს. აღნიშნული განცხადება კობახიძემ მოსამართლეებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა, რომელთაც საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტი გააცნო. 

მან პრეზიდენტის არჩევის წესზე საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ კომპრომისს აზრი არ დაეკარგება.

“ჩვენ გვაქვს დიდი იმედი რომ კომპრომისს აზრი არ დაეკარგება თუმცა არის კონკრეტული პროცესები რომელიც საპირისპიროზე მიუთითებს. სამწუხაროდ საქართველოს პრეზიდენტმა დაიწყო მთელი კამპანია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ, რომელიც გრძელდება და ეს კამპანია გაგრძელდება როგორც ჩანს  საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. არასწორი ნაბიჯები იდგმება ჩვენი ოპონენტების მხრიდან, პრეზიდენტის თაოსნობით, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. პრეზიდენტი რომელიც უნდა იყოს   ზეპარტიული ფიგურა ამ სისტემაში, პარტიებთან თანხმდება თავისი ადმინისტრაციის მეშვეობით, რომლის სტატუსი საერთოდ გაუგებარია, თავისი ადმინისტრაციის უფროსის მეშვეობით ხვდება პოლიტიკურ პარტიებს და მათთან თანხმდება იმაზე თუ როგორ უნდა მიიტანონ შეტევა საქართველოს პარლამენტზე“ - განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები