1 6 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დავით უსუფაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება

ჩამოტვირთვა

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. განცხადება უსუფაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

უსუფაშვილმა პოლიტიკური პარტიის შექმნა დააანონსა და თქვა, რომ მისი მთავარი ამოცანა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება და კოალიციური მთავრობის ფორმირება იქნება. 

„მე დღეიდან ვბრუნდები პოლიტიკაში, ვბრუნდები იმისთვის, რომ ვაკეთო საქმე უკეთ იმ თანამოაზრეებთან ერთად, ვინც მზად არის ქვეყნის სამსახურისთვის. მე არ ვაპირებ გვერდში ამოვიყენო 10-12, ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი სახე, სადმე ამაღლებულ ადგილზე და იქიდან შეგპირდეთ ქვეყნის გადარჩენას. მოგახსენოთ, რომ ჯადოსნური ჯოხი გვიბყრია ხელში, არა, ჩვენ ჯადოსნური ჯოხი არ გვაქვს ხელში. ჩვენ ჯადოსნური წრიდან ამოსვლას ვთავაზობთ საზოგადოებას ერთად,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, ახალი პარტია შეიქმნება თვითმმართველობის არჩევნების ფონზე. უსუფაშვილის თქმით, ეს იქნება ცენტრისტული პარტია, რომელიც სხვადასხვა ფლანგებიდან რაციონალურ დოქტრინებს გამოიყენებს ქვეყნის აღმშენებლობისთვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები