1 7 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"უმრავლესობას გადაწყვეტილი აქვს, რომ პირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევა აღარ განხორციელდეს"

ჩამოტვირთვა

საპარლამენტო ოპოზიცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ პრეზიდენტის მიმართ დღეს გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ირაკლი კობახიძე გიორგი მარგველაშვილს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ კამპანიის დაწყებაში ადანაშაულებს.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ამბობს, რომ მმართველ გუნდს პრეზიდენტის მიმართ „სეზონური გართულება აქვს“.

მისივე განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე კვირის წინ საკონსტიტუციო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების რევიზიას ახორციელებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლებაში არ არსებობს გადაწყვეტილების მიმღები.

„პრეზიდენტის მიმართ ამათ აქვთ სეზონური გართულება. ეს არის საგაზაფხულო შეტევა. ის, რომ ერთი შეხედვით კომისიის მიერ ერთი კვირის წინ მიღებული კონსტიტუცია ხდება რევიზიის საგანი, ის რომ საპრეზიდენტო არჩევნები შეიძლება ახლა ჩატარდეს არაპირდაპირ, ის რომ მაჟორიტარებს არ უნდათ მაჟორიტარული სისტემის გაუქმება, ეს მიანიშნებს იმას, რომ მმართველ ხელისუფლებაში რეალურად არ არსებობს გადაწყვეტილების მიმღები,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ევროპული საქართველოს წვერების თქმით კი, მმართველი გუნდის განცხადებები და ქმედებები, მარგველაშვილის მიმართ ივანიშვილის პირადი წყენის გამოვლენაა.

„როგორც ჩანს, ისინი ვერ თავისუფლდებიან იმ პირადი წყენისგან, რომელიც ივანიშვილს აქვს მარგველაშვილის მიმართ. უმრავლესობას ნამდვილად გადაწყვეტილი აქვს, რომ პირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევა აღარ განხორციელდეს, უბრალოდ ახლა ამ საკითხს იყენებენ პოლიტიკური შანტაჟისთვის, პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ამ საკითხზე ისინი უნდა მსჯელობდნენ საზოგადოებასთან ერთად და ჩვენი ინიციატივის შესაბამისად უნდა ინიშნებოდეს პლებისციტი,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები