1 5 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ურთულესი გზა და უმაღლესი შეფასება - მიხეილ სააკაშვილის შვილის დიდი წარმატება

ჩამოტვირთვა

სუორტ მორის კოლეჯში სწავლა წელს 380-მა ახალგაზრდამ დაასრულა, მაგრამ მათ შორის მხოლოდ 7-მა მიიღო უმაღლესი შეფასება. ამ შვიდი საუკეთესო ახალგაზრდის რიცხვში აღმოჩნდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის შვილი ედუარდ სააკაშვილი.

სუორტ მორის კოლეჯი ამერიკის ერთ-ერთი საუკეთესო უმაღლესი სასწავლებელია და შესაბამისად, იქ მოხვედრაც ძალიან რთულია. მით უმეტეს, 380-დან 7საუკეთესოში მოხვედრა. სუორტმორი 6-ჯერ დასახელდა საუკეთესო კოლეჯად შეერთებულ შტატებში, 2017 წლის მონაცემებით ის 5 საუკეთესოთა შორისაა. 

ედუარდ სააკაშვილმა ბაკალავრის დიპლომი ერთდროულად კინო-მედია კომუნიკაციების და ფიზიკის მეცნიერებაში აიღო.

სტუდენტის სტატუსის მიღებისთანავე მუშაობა დაიწყო კოლეჯის გაზეთში და ფიზიკის ლაბორატორიაში. 2013 წელს ედუარდი წლის საუკეთესოკურსდამთავრებულის და განათლების სამინისტროს ოქროს მედლით დაჯილდოვდა, მაგრამ როგორც თავად ამბობს, მას უნდა, რომ ბედნიერი იყოს იმ საქმეში, რასაც აკეთებს, მაგრამ ლაბორატორიაში ბედნიერება ვერ იპოვა. 

მას შემდეგ, რაც ახალი და საინტერესო თავგადასავალი კინოხელოვნებაში და მედია-კომუნიკაციებში იპოვა, სუორტმორის კოლეჯში ადგილობრივ რადიოში მუსიკალური პროექტები წამოიწყო. 

4 წლის წინ კი პოლიტიკასა და ეკონომიკას პროტესტი თავად გამოუცხადა, როცა თბილისში სკოლის დასრულების შემდეგ ედუარდი მსოფლიოს წამყვანმა უნივერსიტეტებმა მიიღეს. 



კომენტარები

მსგავსი სიახლეები