0 5 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ძალიან ცუდად უწევს ექსპლუატაციას ამ ხალხის ვითომდა პოზიციას"- ვოლსკი მარგველაშვილზე

ჩამოტვირთვა

უმრავლესობის წევრებს საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან შეკითხვები აქვთ. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, გიორგი ვოლსკი  ფიქრობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ამგვარად არ უნდა საუბრობდეს და არ უნდა იქცეოდეს.

„მე მგონია, რომ პრეზიდენტი ძალიან ცუდად უწევს ექსპლუატაციას ამ ხალხის ვითომდა პოზიციას, რომელსაც ის ვითომდა გამოხატავს. დასანანია, რომ ასეთი პოლიტიკური ბრძოლის გზას დაადგა პრეზიდენტი, რომელიც არც კონსტიტუციურად არც დღევანდელი, არც მომავალი კონსტიტუციით ამ ფორმატში და ამ ფარგლებში არ უნდა საუბრობდეს და იქცეოდეს. ეს ქვეყნისთვის არ არის კარგი,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები