0 2 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ევროკავშირში იმედოვნებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ფართო კონსენსუსით მიიღება"

ჩამოტვირთვა

ევროკავშირში იმედოვნებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ფართო კონსენსუსით მიიღება - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა განაცხადა. იანოშ ჰერმანის თქმით, ევროპაში ყურადღებით აკვირდებიან პროცესს და ყველა მხარის მოსაზრებებს ისმენენ.


„ვფიქრობ, ყველას გვესმის რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, რადგან პარლამენტი, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება და სხვა სუბიექტები მუშაობენ კონსტიტუციის უფრო დახვეწაზე, მე ვიტყოდი, მის რეფორმირებაზე. ბუნებრივია, ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ამ პროცესს. ვაკვირდებით მმართველი პარტიის, პარლამენტის, მთავრობის, ასევე ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის რეაქციებს. ამ პროცესს გავაგრძელებთ და დიდი იმედი გვაქვს, რომ დამატებითი ძალისხმევა იქნება გამოყენებული გადაწყვეტილების მისაღებად, რომელსაც უფრო ფართო კონსენსუსი ექნება,“ - აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები