2 3 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ჩვენ ორჯერ გვაქვს გაგზავნილი ექსტრადირების მოთხოვნა უკრაინაში"- ირაკლი შოთაძე

ჩამოტვირთვა

ჩვენ ვთანამშრომლობთ უკრაინის გენერალურ პროკურატურასთან მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე, თუმცა შემაფერხებელი გარემოებაა მათი კონსტიტუცია, რომლის თანახმადაც უკრაინის მოქალაქის ექსტრადირება არ შეიძლება“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განუცხადა.

„ჩვენ ორჯერ გვაქვს გაგზავნილი ექსტრადირების მოთხოვნა უკრაინაში და რაზეც მივიღეთ უარი. ეს მოთხოვნა გაგზავნილია. ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩვენს კოლეგებთან - უკრაინის გენერალურ პროკურატურასთან საკმაოდ აქტიურად, თუმცა დღესდღეობით შემაფერხებელი გარემოება მისი ექსტრადირების საქართველოში სამართლებრივად არის მათი კონსტიტუცია, რომლის თანახმადაც უკრაინის მოქალაქის ექსტრადირება არ შეიძლება. მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე. მიმართვა კვლავ გაგზავნილია ექსტრადირების მოთხოვნაზე“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ სთხოვოს უკრაინის ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის დაკავება და მისი უკრაინაში გასამართლება, რადგან  ყოფილი პრეზიდენტის ექსტრადირება ვერ ხერხდება, შოთაძემ განაცხადა, რომ ვინაიდან ყოფილი პრეზიდენტის ბრალდების ყველა საქმეზე სასამართლოში არსებითი განხილვები  მიმდინარეობს, ეს სამართლებრივად შეუძლებელია.

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ გუშინ, თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თაობაზე საქართველოს მთავრობას უკრაინისთვის არ მიუმართავს. მოგვიანებით კი, ”საზოგადოებრივ მაუწყებელთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია გადაამოწმა და გაარკვია, რომ ”უკრაინამ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე უარყოფითი პასუხი გასცა და მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები