0 8 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დღეიდან გაზზე მომატებული ტარიფი იმოქმედებს

ჩამოტვირთვა

დღეიდან ძალაში შედის „სემეკის“ გადაწყვეტილება ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით. ახალი ტარიფები მომავალი წლის ბოლომდე იმოქმედებს.

ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფი საშუალოდ ნახევარი თეთრით გაიზარდა. გადაწყვეტილება „სემეკმა“ „ყაზტრანსგაზის“, „სოკარ გაზ ჯორჯიასა“ და „საქორ-გაზის“ მოთხოვნის საპასუხოდ მიიღო.

რეგიონებში 41 სხვადასხვა ტარიფი მოქმედებს და სხვადასხვა რაიონში ბუნებრივ აირზეც ფასი განსხვავებული იქნება.

 

„ყაზტრანსგაზ თბილისის“ შემთხვევაში, ტარიფი შეადგენს 46.153 თეთრს კუბურ მეტრზე. „საქორ-გაზის“ შემთხვევაში, ეს არის 57.11 თეთრი, ხოლო, „სოკარ გაზ ჯორჯიას“ შემთხვევაში 56.940 თეთრი იქნება,“ - განმარტა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის პრეს-სპიკერმა, ქეთი ბერიკაშვილმა. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები