1 7 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,დარდიც არ მაქვს" - გიორგი მღებრიშვილის კომენტარი სკანდალურ აუდიო ჩანაწერზე

ჩამოტვირთვა

„მინდა გითხრათ, რომ დარდიც არ მაქვს,“ - ეს კომენტარი, საქართველოს შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა რუსი პრანკერების მიერ გაკეთებულ აუდიო ჩანაწერზე საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით, ჩანაწერში მისი ხმა არ არის და მას საქართველოს მესამე პრეზიდენტის ექსტრადირების საკითხზე, მსგავსი საუბარი არ ჰქონია.

„ჩანაწერებთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარი გავაკეთეთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ამაზე მეტს, რა ვიცი, ზედმეტად ვთვლი, რომ კიდევ თავი ვიმართლო. მინდა გითხრათ, რომ დარდიც არ მაქვს.

„თუ საჭირო გახდა, ჩაატარონ გამოძიება, თუ საჭირო გახდა, ჩაატარონ ექსპერტიზები. მე ერთ რამეს გეტყვით, რომ ФСБ-ს აგენტები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ორკესტრირებულად, ერთად უტევენ ხელისუფლებას და ეს არის აგორებული შავი პიარი, რომელიც ისევ და ისევ ჩვენს შესასუსტებლად არის მიმართული,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ აუდიო ჩანაწერი, რომელშიც რუსი პრანკერები უკარაინის შს მინისტრის სახელით, სავარაუდოდ გიორგი მღებრიშვილს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ექსტრადირების საკითხზე ესაუბრებოდნენ, უკრაინულ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.

თავად პრანკერი, რომელიც აცხადებს, რომ გიორგი მღებრიშვილს ესაუბრა, ამბობს, რომ საქართველოს შს მინისტრმა მას თავადაც გადაურეკა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები