რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...
რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს. ხერსონის რეგიონული სამხედრ...
|
Caspian Energy-მ და Caspian European Club-მა საქართველოში ერთობლივი წარმომადგენლობა - Caspian Energy Georgia - გახსნეს, რომელიც ორგანიზებას გაუწევს ბიზნეს ფორუმებს, დირექტორთა შეკრებებს, ტრენინგებს, სემინარებს, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრებს და სხვა ბიზნეს აქტივობებს.
Caspian Energy საერთაშორისო გამოცემაა, რომელიც ვრცელდება აშშ-ში, ევრაზიის კონტინენტის, ახლო აღმოსავლეთის, აღმოსავლეთ აზიის და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის 50-ზე მეტ ქვეყანაში. Caspian European Club წარმოადგენს ყველაზე მსხვილ და დინამიურად მზარდ რეგიონალურ ორგანიზაციას. ის აერთიანებს 50 ქვეყნის 5,000-ზე მეტ წევრ კომპანიას, რომლებიც ოპერირებენ კასპიის, შავი ზღვის და ბალტიის რეგიონებში.
პაშა ბანკი, რომელიც აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებებს სთავაზობს, Caspian Energy Georgia-ს ახალი პროექტის პარტნიორია. აღნიშნული პროექტის ფარგლებში გაიმართება აზერბაიჯანული და ქართული კომპანიების დირექტორთა შეხვედრები. წელს “CEO Lunch Tbilisi”-ის ფარგლებში დაგეგმილია სამი შეხვედრის ჩატარება. შეხვედრები გაცნობითი ხასიათის იქნება და მონაწილეებს მიეცემათ საშუალებას ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება, სიახლეები და გეგმები.
პაშა ბანკს Caspian Energy-ისთან წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება აკავშირებს, რომელიც პირველად 2014 წელს თბილისში გამართული Caspian Energy Forum-ის სპონსორობით დაიწყო. ფორუმი ეძღვნებოდა კასპიის, შავი და ხმელთაშუა ზღვების ქვეყნების ინტეგრაციის საკითხებს ენერგეტიკის გლობალურ ბაზართან. ფორუმზე ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ჰიდრო და გეოთერმული ენერგიის განვითარების პერსპექტივებზე. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი და მეზობელი ქვეყნების როგორც მთავრობის, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი.
„Caspian Energy-ის საქმიანობას და მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს უაღრესად დადებითად ვაფასებთ. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ Caspian Energy Georgia ქართულ და აზერბაიჯანულ ბიზნეს წრეებს შორის თანამშრომლობას ახალ საფეხურზე აიყვანს.“ განაცხადა შაინ მამმადოვმა, პაშა ბანკი საქართველოს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა. მან ასევე ხაზი გაუსვა “СEO Lunch Tbilisi”-ის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების მნიშვნელობას ახალი ბიზნეს კავშირების ჩამოყალიბებაში და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებაში.
„პაშა ბანკი “СEO Lunch Tbilisi”-ის ფარგლებში 2017 წელს ჩასატარებელი ღონისძიებების ოფიციალური სპონსორია. Caspian Energy Georgia-ს საქმიანობის მხარდაჭერით ბანკმა კიდევ უფრო გააღრმავა Caspian Energy Club-თან უკვე არსებული თანამშრომლობა.” განაცხადა Caspian European Club და Caspian American Club გენერალურმა დირექტორმა ტელმან ალიევმა. მანვე აღნიშნა, რომ ღონისძიების საპატიო სტუმრებს შორის იქნებიან საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში, დურსუნ ჰასანოვი.
“CEO Lunch Tbilisi”-ის ფარგლებში პირველი შეხვედრა 29 სექტემბერს Courtyard Marriott-ში გაიმართება. მორიგი შეხვედრები დაგეგმილია 27 ოქტომბერს და 24 ნოემბერს.
დასწრების მსურველების რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: http://www.caspianenergy.org/index.php/ceo-lunch
რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს. ხერსონის რეგიონული სამხედრ...
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...
ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...
გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...
ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...
არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...
შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...
აპრილი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები