0 0 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკისა და საინვესტიციო ჯგუფის „ბიჯეო“ მმართველ გუნდებში ახალი დანიშნვები განხორციელდა

თბილისი,  25 სექტემბერი, 2017 - საქართველოს ბანკმა და საინვესტიციო ჯგუფმა „ბიჯეო“ განაცხადეს ახალი დანიშვნების შესახებ მმართველ გუნდებში. კერძოდ, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტზე ფინანსური მიმართულებით ინიშნება დავით წიკლაური, გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტზე საოპერაციო მიმართულებით - ლევან ყულიჯანიშვილი და ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტზე კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო საქმიანობის მიმართულებით - ვასილ ხოდელი. დავით წიკლაური და ლევან ყულიჯანიშვილი უკვე არიან საქართველოს ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრები, ხოლო ვასილი აქამდე ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების  დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ხსენებული დანიშვნები ძალაში შევა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მათი დამტკიცებისთანავე. საინვესტიციო ჯგუფის „ბიჯეო“ მიერ ივლისში გამოცხადებული გადაწყვეტილების თანახმად, რომლის შედეგადაც კომპანია განვითარდება ორი ცალ-ცალკე, დამოუკიდებელი მიმართულებით (საბანკო ბიზნესი და საინვესტიციო ბიზნესი), ინიშნება ჯგუფის ახალი ფინანსური დირექტორი - ლევან ყულიჯანიშვილს ამ პოზიციაზე შეცვლის გიორგი ალფაიძე, რომელიც აქამდე ჯგუფის ფინანსების, ფინანსური სახსრების მოზიდვისა და ინვესტორებთან  ურთიერთობას ხელმძღვანელობდა.

 

„მოხარული ვარ, რომ ხსენებული დანიშვნები ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ კომპანიაში ბევრი ნიჭიერი მენეჯერი გვყავს. მას მერე, რაც საინვესტიციო ჯგუფმა „ბიჯეო“, გამოაცხადა მისი გადაწყვეტილების შესახებ განვითარდეს ორი ცალ-ცალკე, დამოუკიდებელი მიმართულებით - საბანკო ბიზნესი და საინვესტიციო ბიზნესი, დარწმუნებული ვარ,  ფინანსური დირექტორის ფუნქციის გამოყოფა და ბანკის მმართველი გუნდის განახლება კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ორივე მიმართულების დამოუკიდებლად წარმატებით ზრდას“, განაცხადა საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და საინვესტიციო ჯგუფის „ბიჯეო“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.

„მინდა მივულოცო ახალ თანამდებობაზე დანიშვნა დავითს, ლევანს და ვასილს და ასევე მივესალმო ახალი წევრის შემოერთებას ბანკის მმართველ გუნდში. თითოეულ მათგანს აქვს მნიშვნელოვანი პროფესიონალური და ლიდერობის გამოცდილება, რაც, დარწმუნებული ვარ, უზრუნველყოფს ბანკის შემდგომ წარმატებას. მოუთმენლად ველი მუშაობის დაწყებას  განახლებულ გუნდთან, ბანკის სტრატეგიული მიზნების განხორციელებისთვის“, განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

დავით წიკლაური, ამჟამად საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო საქმიანობის მიმართულებით, ბანკს შემოუერთდა 2017 წელს. მანამდე, დათო იკავებდა გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს თიბისი ბანკში, უფრო ადრე კი მუშაობდა კაპიტალის ბაზრებისა და ხაზინის გადაწყვეტილებების ვიცე- პრეზიდენტის პოზიციაზე „დოიჩე ბანკში“, რომელსაც შეუერთდა 2008 წელს, სავალო კაპიტალის ბაზრების დეპარტამენტში. დავითს აქვს ლონდონის ბიზნეს სკოლის მაგისტრის ხარისხი ბიზნესის მართვაში.

ლევან ყულიჯანიშვილი, შემოუერთდა საქართველოს ბანკს 1997 წელს და აქამდე მოღვაწეობდა ჯგუფის ფინანსური დირექტორისა და ფინანსური მიმართულებით გენერალური დირექტორის მაოდგილის პოსტებზე. მისი 20 წლიანი გამოცდილებისას საქართველოს ბანკში, ლევანს ეკავა არაერთი წამყვანი პოზიცია, მათ შორის: შესაბამისობის უზრუნველყოფისა და შიდა კონტროლის ხელმძღვანელი, შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ფინანსური მონიტორინგის, სტრატეგიისა და დაგეგმარების დეპარტამეტნის ხელმძღვანელი და ფინასური ანალიზის დეპარტამენტის ხელმღვანელის პოზიცია. ლევანი ფლობს გრენობლის ბიზნეს სკოლის მაგისტრის ხარისხს ბიზნესის მართვაში.

ვასილ ხოდელი, ამჟამად საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორს, აქვს 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება საბანკო სექტორში. საქართველოს ბანკში ვასილს ეკავა სხვადასხვა თანამდებობა 2004 წლიდან. ვასილი აქტიურად იყო ჩართული კორპორაციული საბანკო მომსახურების პლატფორმის ჩამოყალიბებაში, მისი დაარსებიდან. ვასილი ფლობს გრენობლის ბიზნეს სკოლის მატისტრის ხარისხს ბიზნესის მართვაში.

 გიორგი ალფაიძე, ამჟამად ჯგუფის ფინანსების, ფინანსური სახსრების მოზიდვის და ინვესტორებთან ურთიერთობის  ხელმძღვანელი. გიორგის აქვს მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილება საბანკო საქმიანობაში, ფინანსურ აღრიცხვასა და ფინანსების მართვაში. გიორგი შემოუერთდა კომპანიას 2016 წელს, Ernst & Young LLP-ის ნიუ იორკში არსებული ოფისიდან, სადაც მუშაობდა უფროს მენეჯერად და ემსახურებოდა საერთაშორისო და ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებს. გიორგიმ კარიერა დაიწყო Ernst & Young-ის საქართველოს ოფისში და სამუშაოდ გადავიდა აშშ-ს ოფისში 2010 წელს. გიორგი ფლობს აშშ-ს სერტიფიცირებული საჯარო ბუღალტრის წოდებას და ESM თბილისის ბაკალავრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...