0 4 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი ბანკმა MSME ბიზნესის და ქალი მეწარმეების დასაფინანსებლად 30 მილიონი დოლარი მოიზიდა

თიბისი ბანკმა ავსტრიის განვითარების ბანკთან Oesterreichische Entwicklungsbank AG (OeEB) 30 მლნ დოლარის ოდენობის სესხის ხელშეკრულება გააფორმა.

თანხები, პირველ რიგში, გამოყენებული იქნება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების (MSMEs) დასაფინანსებლად, რომლებიც საქმიანობენ ტურიზმის სფეროში, ასევე, ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად.

„მოხარული ვართ, დავიწყოთ თანამშრომლობა OeEB -თან. ეს ჩვენი პირველი  გარიგებაა და იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული ოპერაცია ხელს შეუწყობს წარმატებულ და გრძელვადიან ურთიერთობებს ჩვენს ინსტიტუტებს შორის“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

„MSME-ის მხარდაჭერა ავსტრიის განვითარების ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. აღნიშნული საკრედიტო ხაზის მეშვეობით შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ გენდერული თანასწორობისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას, ისევე როგორც მზარდი ტურიზმის სექტორის განვითარებას“, - განაცხადეს OeEB-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა, ანდრეა ჰაგმანმა და მაიკლ ვანკატამ.

Oesterreichische Entwicklungsbank AG (OeEB), 2008 წლის მარტიდან ფუნქციონირებს, როგორც ავსტრიის განვითარების ბანკი. იგი სპეციალიზირებულია განვითარებად ქვეყნებში  კერძო სექტორის გრძლევადიან დაფინანსებაზე, რაც იძლევა მდგრადი განვითარების შესაძლებლობას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...