0 4 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რატომ უნდა იყოს შვეიცარია თქვენი ყველაზე სანუკვარი სამოგზაურო ადგილი

   თუ ზამთარში ზღაპრული დასვენება გადაწყვიტეთ, იცოდეთ, რომ შვეიცარიის კურორტებზე უფრო ჯადოსნურს ვერაფერს მიაგნებთ.. ლამაზი ბუნება, ჯადოსნური ფერები, ზღაპრული თოვლი – ანუ ყველაფერი იმისთვის, რომ თავი საშობაო ზღაპრის ნამდვილ გმირად წარმოიდგინოთ

   შვეიცარია ტურიზმის კლასიკური ქვეყანაა, სადაც არცთუ დიდ ფართობზე თავმოყრილია ალპების მწვერვალები, ულამაზესი ტბები, ჩანჩქერები, კარგად მოვლილი ძველი ქალაქები, რომლებიც ინარჩუნებენ თავის ისტორიულ სახეს და არქიტექტურული სტილის მრავალფეროვნებას.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ტურიზმის განვითარებას შვეიცარიაში სათავე ინგლისელებმა დაუდეს, რომლებიც ამ ქვეყანაში დათოვლილმა მთის მწვერვალებმა და საოცრამა ხედებმა მიიზიდეს. ჟენევის ტბაზე პირველი ტურისტული ჯგუფი, კომპანია “თომას კუკმა" ჩაიყვანა 1963წ.

განსაკუთრებით აღნიშვნას იმსახურებს შვეიცარიის კურორტები.

 სენტ-მორიცი ქვეყნის უძველესი და მსოფლიო მნიშვნელობის კურორტია. აქაურ მშრალ კლიმატს “შამპანურის კლიმატს" უწოდებენ: 322 მზიანი დღე წელიწადში, თოვლის სტაბილური საფარი და წყნარი ამინდი კურორტს დასვენების და გართობის ცენტრად აქცევს. აქ არის უძველესი სათხილამურო სკოლა, ორჯერ გაიმართა ოლიმპიური თამაშები(1928 და 1948). ახლა იმართება შეჯიბრებები ბობსლეიში, კრიკეტში, ვინდსერფინგში, ჩოგბურთში, სნოუბორდში, ფიგურულ სრიალში, გოლფსა და პოლოში. სამთო მწვერვალებმა სენტ-მორიცი ალპინიზმის ცნობილ ზონად აქცია. 1.5 მილიონი ტურისტი სტუმრობს წელიწადში კურორტს. ასევე დატვირთულია კურორტის კულუტრული ცხოვრება, ყოველწლიურად 150-მე საინტერესო ღონისძიება იმართება, მაგალითად ძველი ავტომობილების რბოლა, იახტების რეგატა, კლასიკური მუსიკის გრანდიოზული კონცერტები და სხვა.

ცერმატი  – შვეიცარიის სამხრეთ–დასავლეთში განთავსებული ეს ქალაქი რეგულარულად შედის მსოფლიოს საუკეთესო სათხილამურო კურორტების სიაში. აქ 100–ზე მეტი რესტორანია და თითქმის ყველა სასტუმროში არის სპა და ველნეს–ცენტრები, ბევრი ბარი და დისკოთეკა, რაც ღამის ცხოვრების მოყვარულებს მოწყენის საშუალებას არ აძლევს. აქ დასვენება საკმაოდ ძვირია, თუმცა 9 წლამდე ასაკის ბავშვებს მთელ რიგ სერვისებს უფასოდ სთავაზობენ.

 საას–ფე  – შვეიცარიის ეს კურორტი ცნობილია არა მხოლოდ თავისი ტრასებით, არმედ ხედებითაც. 2012 წელს კურორტმა საკუთარი თავი „დასვენების თავისუფალ რესპუბლიკად“ გამოაცხადა და ვიზიტორებზე „მოქალაქეების ბარათების“ დარიგება დაიწყო, რაც ფაქტობრივად ფასდაკლების უფლებას წარმოადგენს ტურისტულ სერვისებზე. საას–ფეში, კლდეში გაჭრილი საბაგიროს საშუალებით 3500 მეტრის სიმაღლეზე ასვლაა შესაძლებელი, სადაც ცნობილი ყინულის პავილიონი Three Sixty მდებარეობს სხვადასხვა სკულპტურითა და რესტორნით. პავილიონი მბრუნავ პლატფორმაზე მდებარეობს.

კლოსტერსი
კლოსტერსი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის საყვარელი კურორტია. მისი ატმოსფერო შეიძლება დავახასიათოთ როგორც “მშვიდი ფუფუნება”. ის გრაუნბიუნდენის კანტონში, მთის რომანტიკული ლანდშაფტის შუაგულში მდებარეობს. სათხილამურო სპორტის მოყვარულებს აქ სრიალის უსაზღვრო შესაძლებლობა ეძლევათ, ხოლო ბრწყინვალე რესტორნები და კლასიკური მუსიკის საუკეთესო კონცერტები ამ კურორტზე დასვენებას დაუვიწყარს ხდის. თხილამურებით სრიალი მეზობელ დავოსშიც არის შესაძლებელი.

სანკტ-მორიტცი 
ამ ფუფუნებით აღსავსე კურორტის არაოფიციალური სახელი “მსოფლიოს მწვერვალია”. აქ ხშირად იმართება საერთაშორისო ტურნირები ზამთრის სპორტში. წელიწადში 322 მზიანი დღის, მშრალი ჰაერისა და ცივი ღამეების გამო, რაც თოვლს ჰაეროვნებასა და ფხვიერებას უნარჩუნებს, სანკტ-მორიტცის კლიმატს “მთის შამპანურს” უწოდებენ. სპორტის მრავალი ზამთრის სახეობა სწორედ აქ გამოიგონეს 1865 წელს ინგლისელებმა. სანკტ-მორიტცში სათხილამურო ტრასები 218 მილზეა გადაჭიმული.

ცერმატი
ცერმატი მსოფლიოს იმ პრესტიჟულ კურორტთა რიცხვში შედის, სადაც მთელი წლის განმავლობაში შეიძლება დატკბეთ სამთო-სათხილამურო ტრასებზე სრიალით. ის საავტომობილო ტრანსპორტისგან თავისუფალ ზონად ითვლება. აქ ამწე-საბაგირო გზით ევროპაში ყველაზე მაღლა ადიხართ. ცერმატის ულამაზესი სიმბოლო, მატერჰორნის ამაყი პიკი,  ალპინისტებისა და სამთო მოთხილამურეების მრავალი თაობისთვის არის ცნობილი. ცერმატის რაიონში არსებული მთები საკმაოდ შვეულია, ამიტომ რთული ტრასების გამოცდილ მოყვარულებს იზიდავს.



კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...