1 8 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„შვილმა მითხრა - სანამ შეგეძლო იტალიელებს ბანე ტრ..ი და როცა მოსვალელი ხარ, ახლა ჩამოხვედი ჩვენთანო?“

  იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი მარინა ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს:

"დღეს დილით მოგვიანებით გავიღვიძე,რადგან წუხელ მე და ჩემმა მოხუცმა ჩვეულზე გვიან დავიძინეთ. ის იყო საუზმეს ვამზადებდი,რომ ჩემს მობილურ ტელეფონში მესიჯის შემოსვლის ზუმერი მომესმა.უმალ ჩავრთე ტელეფონი და ჩემდა გასაკვირად უცხო ქალბატონი მთხოვდა მეგობრობას.უმალვე დავეთანხმე,რადგან მისი საცხოვრებელი ადგილი ტოსკანა ეწერა.თანამემამულე ემიგრანტს უარს როგორ ვეტყოდი მეგობრობაზე?!

საუზმის მერე ვეღარ მოვიცალე ინტერნეტისთვის და სადილის მერე,კომპიუტერს მივუჯექი. ჩემი ახლადგაცნობილი ფეისბუქის მეგობარი საკმაოდ გრძელ წერილს მწერდა...ვკითხულობდი თვალცრელიანი და თან მაკანკალებდა სიბრაზით...თუმცა ჯობია სრულად მოგაწოდოთ აღნიშნული წერილი,რომლის სააშკარაოზე გამოტანა თვით ავტორის სურვილია,მხოლოდ ერთი პირობით,რომ ის ანონიმად დარჩეს.

„მაპატიეთ,ქალბატონო მარინა,რომ გაწუხებთ,მაგრამ ვინმეს რომ არ ვუთხრა,ჩემი ტკივილი,გული გამისკდება.აკი ამბობენ ამოთქმული სევდა მსუბუქდებაო. 
მე თქვენ მხოლოდ ორჯერ შეგხვდით ამ ხუთიოდე წლის წინ და არც გეხსომებით,რადგან ახლო ურთიერთობაც არ გვქონია. ახლახანს წავიკითხე თქვენი წიგნი „ქართველი ემიგრანტი ქალები იტალიაში“ და ისიც გავიგე,რომ მეორე ტომის დაწერას აპირებთ. ძალიან გთხოვთ,ესჩემი ნაამბობიც დაწერეთ(თქვენებურად შეალამაზეთ),იქნებ ჩემმა მაგალითმა ვინმე გამოაფხიზლოს და გდაარჩინოს.
არ მოვყვები იმ მიზეზებს,რის გამოც გავხდი ემიგრანტი. ეს ხომ ყველასთვის ნათელია,როგორც უმეტესობა,მეც უკიდურესმა გაჭირვებამ გამაემიგრანტა...მეც უამრავი ტანჯვა გამოვიარე...ხელფასს ავიღებდი თუ არა,იმ დღესვე ვაგზავნიდი ჩემს ოჯახში,ჩემთვის მხოლოდ ტელეფონში ჩასარიცხ თანხას და ორიოდე გროშს ვიტოვდი...ოჯახი ფეხზე დავაყენე. ჩემი დედისერთა ვაჟი დაცოლშვილდა. ბანკში ჩადებული ბინაც დავიხსენი და მეუღლის საფლავიც ისე გავაკეთე,როგორც ერთგულ მეუღლეს და მზრუნველ მამას ეკუთვნოდა.

მოხუცი,რომელსაც ვუვლიდი,სულ მარიგებდა, ცოტაოდენი ფული შენთვის მოიტოვეო.მიკვირდა და ვეუბნებოდი,ჩემი და ჩემი შვილის არც გაჭირვებაა გასაყოფი და არც დალხენა,რად მინდა ჩემთვისმეთქი. თურმე მწარედ ვცდებოდი...


12 წლის მერე გადავწყვიტე საბოლოოდ წამოვსულიყავი იტალიიდან და ჩემი შვილიშვილებისთვის გავხარჯულიყავი.

აჩუქრებით გაიხარა ყველამ და ტკბილადაც შემხვდნენ,მაგრამ როცა ვთქვი,აღარ მივდივარ,საბოლოოდ ჩამოვედი მეთქი (ვაი,იმ თქმასა და მოსმენას!), პირველი ჩემი ვაჟის აჭარხლებული სახე მომხვდა თვალში. „აქ რა უნდა გააკეთო, რომ დარჩე?“ გული ისე მაგრად მიცემდა,მეგონა ყველას ესმოდა ჩემი გულის ფეთქვა. აღარ შემიძლია,შვილომეთქი... „სანამ შეგეძლო იტალიელებს ბანე ტრ..ი და როცა მოსვალელი ხარ,ახლა ჩამოხვედი ჩვენთან?“ ამ სიტყვების მოსმენა ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო...აღარ მესმოდა დანარჩენი...ალბათ იტყვით,ქალბატონო მარინა, რატომ არ ვუთხარი,რომ თუ აქამდე სხვას ვბანდი ტ...ს,სწორედ იმით იდგა ფეხზე?..რაღა აზრი აქვს,მითხარით, ასეთ უმადურ,დაუნახავ შვილთან საუბრის გაგრძელებას?

იმავე საღამოს ჩავალაგე საჭირო ნივთები და მეორე დილით დავემშვიდობე ოჯახს. იცით,რა იყო ჩემი შვილის გამოსამშვიდობებელი სიტყვები? „ აკი,აღარ შემიძლიაო? ტყუილები არ გიყვარდა და იტალიაში ისწავლე? წადი! ყველასთვის ასე აჯობებს.ეს სახლიც ისე პატარაა...შენ ცალკე ოთახი გჭირდება...აბა,ბავშვების ოთახში ხომ ვერ იქნები ან ჩვენთან. იქნებ იმდენი მოაგროვო,რომ გავფარდოვდეთ...“ ცოტა სიტკბოს გარევაც უნდოდა,მაგრამ აღარ გამოუვიდა ჩემს შვილს,რადგან უკვე ამონთხეული შხამი სჭარბობდა.

მინდა ჩემი მოხუცის სიტყვებით მივმართო,ჩემს თანამემამულე ემიგრანტ ქალბატონებს: რაც გინდათ დიდი იმედი გქონდეთ კარგი შვილისა,საკუთარ თავზე იფიქრეთ! არავინ იცის როგორ შემოგვიტრიალდება დათესილი სიკეთე...“

კომენტარი მკითხვლისთვის მომინდვია.მე კი რა გითხრათ,არ ვიცი, დავწერ თუ არა მეორე ტომს,მაგრამ ჩემი 800-ზე მეტი მეგობარი წაიკითხავს,ზოგიც გააზიარებს ამ წერილს და წიგნზე არანაკლებ გამავრცელებელი იქნება ეს გვერდი."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...