1 8 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

იან კელი : „თქვენ უნდა ელაპარაკოთ რუსეთს“

საქართველოში ამერიკის ელჩის იან კელის აზრით, საქართველო რუსეთს უნდა ელაპარაკოს.  ამის შესახებ იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა.


  „ვფიქრობ, რუსეთთან დიალოგი არის აუცილებლობა. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ უნდა ვიურთიერთოთ რუსეთთან. აშშ-ს რამდენიმე ზღვა და დიდი ოკეანე აშორებს რუსეთს. თქვენ რუსეთთან გრძელი საზღვარი გაქვთ. ასე რომ, რუსეთთან დიალოგი აბსოლუტური აუცილებლობაა. მხარს ვუჭერ პრემიერ-მინისტრის რუსეთთან კომუნიკაციის დამყარების ინიციატივას. მესმის მისი იმედგაცრუების, რადგან ათი წლის განმავლობაში არ გვქონია პროგრესი. საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში არ არის მზარდი ბორდერიზაცია, ურთიერთობების, ვაჭრობის უქონლობა. ვფიქრობ, უნდა იყოთ ფრთხილად. ძალიან დიდი ხანია, 40 წელზე მეტია, დაკავებული ვარ საბჭოთა კავშირითა და შემდგომ რუსეთით. საჭიროა, ფართოდ გახელილი თვალებით, რეალისტურად მიუდგეთ საკითხს, მაგრამ, ვფიქრობ, საქართველოს უნდა ჰქონდეს პრაგმატული დიალოგი რუსეთთან“, - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.


"რადიო თავისუფლების" შეკითხვაზე - აქვს, თუ არა მნიშვნელობა რუსეთთან დიალოგის ფორმატს და უნდა შემოიფარგლოს, თუ არა საქართველო მხოლოდ საერთაშორისო ფორმატებით, იან კელიმ უპასუხა:


„ჟენევის ფორმატის ერთ-ერთი პრობლემაა ის, რომ იქ არ მიიღება გადაწყვეტილებები. როცა ფორმატი არაპროდუქტიულია, უნდა ეძებო სხვა გზები ფორმატის შესაქმნელად. ვფიქრობ ერთ-ერთი პრობლემაა ის, რომ არავინ არის უფლებამოსილი, ვინც მიიღებდა რთულ გადაწყვეტილებებს ჟენევის მოლაპარაკებათა მაგიდასთან. ამიტომაც ვთქვი, რომ მხარს ვუჭერ პრემიერ-მინისტრის ინსტინქტს, რომელიც ეხება ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობის დონის გაზრდას, რომ ადგილზე გყავდეთ გადაწყვეტილებების მიმღები. სამი წლის განმავლობაში ვმუშაობდი ეუთოში და აქედან ერთი წელი დაკავებული ვიყავი მთიანი ყარაბაღის საკითხით და ვიცი, რაოდენ რთული პროცესია ეს. არის მცირე იმედი რეალური პროგრესის. თუკი მოცემულ დროში არ მუშაობს არსებული ფორმატი, გადახედეთ ფორმატს. მე არ ვიტყვი, როგორი უნდა იყოს ის. ვფიქრობ, ადამიანებმა უნდა მოუსმინონ პრემიერ-მინისტრს. და, ვნახოთ, რას აპირებს მთავრობა?“,-აღნიშნა დიპლომატმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...