0 7 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"დიახ, ღარიბი ადამიანი მსუქანი ვერ იქნება!“

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი გუგული მაღრაძის მიერ ნათქვამ ფრაზას ეხმაურება, რომელმაც დიდი  დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია;

„აქ იმდენი სისულელე წავიკითხე სიღარიბეზე და სიმსუქნეზე, რომ აუცილებლად უნდა ვთქვა:

მთელი ჩემი ბავშვობა სიღარიბეში გავატარე. დედაჩემი და მამაჩემი ჯერ კიდევ მაშინ გავიდნენ პენსიაზე, როდესაც მე 12-13 წლის ვიყავი. არც მანამდე გვილხინდა, მაგრამ ყველას გახსოვთ რამდენი იყო პენსია 90-იან წლებში. ჩვენი სამსულიანი ოჯახის ძირითადი შემისავალი იყო დედაჩემის 14 ლარიანი პენსია და მამაჩემის ასვე 14 ლარიანი პენსია, ამიტომ, მიუხედავად იმისა რომ მამაჩემი საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი იყო, იძულებული გახდა პროფილაქტიაში ყარაულად დაეწყო მუშაობა, სადაც თვეში 70 ლარს უხდიდნენ ანუ ჩვენი მთლიანი შემოსავალი თვეში 100 ლარს ძლივს აღწევდა ისიც არა ყოველთვის.

 ეს 100 ლარი უნდა გვყოფნიდა, როგოეც საკვებზე, ისე გათბობაზე, დედაჩემის წამლებზე და ყველა სხვა იმ ხარჯზე, რომელიც ოჯახს აქვს. ასე გავატარეთ მთელი 90-იანები და გარწმუნებთ ჩვენი ოჯახის მთავარი პრობლემა სიმსუქნე ნამდილად არ ყოფულა. ტკბილეულს მარტო მაშინ ვჭამდი, როცა ნათესავებთან, ან მეზობელთან მივიდოდი სტუმრად. სნიკერსი მაგალითად პირველად, მგონი 21-ე საუკუნეში ვჭამე, როცა უკვე უნივერსიტეტიც დამთავრებული მქონდა.

ასე რომ შეეშვით სისულელეების ბოდვას, რომ თურმე სიმსუქნე პირველ რიგში ღარიბების დაავადებაა.

თქვენ როგორც გატყობთ ღარიბი და საშუალო შემოსავლის ადამიანი ერთმანეთში გერევათ, ამიტომ არ გვინდა აქ ჭკვიანი სახეებით სისულელეების ლაპარაკი და ყველაფრის ექსპერტობა. დიახ, ღარიბი ადამიანი მსუქანი ვერ იქნება!“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...