1 7 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ბატონო პრეზიდენტო, მე თქვენთან დავიწყე მუშაობა და თქვენთანვე დავამთავრებ! გთხოვთ გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან" - აბაშიშვილი

გიორგი აბაშიშვილი  პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას 16 დეკემბერს დატოვებს. ამის შესახებ აბაშიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს. 

მისი თქმით, სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება გიორგი მარგველაშვილს დღეს და ხვდება. ის პრეზიდენტს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს მადლობას უხდის. 

"ჩემო თანამშრომლებო, მეგობრებო უღრმესი მადლობა თქვენ სამშობლოს სამსახურისათვის! თქვენ ბრწყინვალედ ემსახურეთ თქვენს ქვეყანას პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან! თქვენ იყავით ჩემი საყრდენი და სიმშვიდე ნებისმიერი ღონისძიების დაგეგმვის დროს და რამდენი იყო ასეთი... რა რანგის... ვამაყობ! ბედნიერი ვარ! გამიმართლა ცხოვრების ამ ეტაპზე თქვენ რომ გაგიცანით, თქვენთან რომ მომიწია მუშაობამ, რამდენი რამ ვისწავლე...

მქონდა თუ არა შეცდომები თანამშრომლებთან მიმართებაში - ცალსახად მქონდა ამ ოთხი წლის ექვსი თვის და 15 დღის მანძილზე. ამიტომ, მინდა ყველას გითხრათ კიდევ ერთხელ მაპატიეთ რაც შემეშალა და უღრმესი მადლობა ყველაფრისათვის! გემშვიდობებით!

ბატონო პრეზიდენტო, მე თქვენთან დავიწყე მუშაობა და თქვენთანვე დავამთავრებ! ამიტომ დღეს ჩემი განცხადება დაგხვდებათ - "ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან მიმდინარე წლის 16 დეკემბრიდან",- წერს აბაშიშვილი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...