1 2 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დოლიძე: "ხელისუფლების წყარო არის ხალხი, თუ ოხანაშვილს კონსტიტუცია არ ახსოვს, გადაიმეოროს"

ხელისუფლების წყარო არის ხალხი, თუ ოხანაშვილს კონსტიტუცია არ ახსოვს, გადაიმეოროს - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მისი არდაშვების საკითხს ეხებოდა. როგორც დოლიძემ აღნიშნა, მას პარლამენტში შესასვლელად საშვი ჰქონდა, შესაბამისად სხდომაზე დასასწრებად წინასწარი მიმართვა საჭირო არ უნდა ყოფილიყო.

“მე და ერთ-ერთი მოქალაქე მოვედით, რათა კომიტეტის სხდომაზე შევსულიყავით, სადაც არაერთხელ ვყოფილვარ. სამწუხაროდ, კომიტეტმა და აპარატმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ სხდომაზე არ დავეშვი. სხდომაზე, სავარაუდოდ, იმის გამო არ დამიშვეს, რომ გიორგი მიქაუტაძეს დისკომფორტი არ შექმნოდა, რომელიც ახლა აკვარიუმში ჰყავთ და მაქსიმალურად უვლიან. დარბაზი სავსეა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის თანამშრომლებით. ამ ტაქტიკის მიზანია, დარბაზში ის ადამიანები არ მოხვდნენ, რომელთაც იურიდიული კომიტეტი და არჩილ თალაკვაძე ვერ აკონტროლებენ. დარბაზში ჩასმული ჰყავთ თავიანთი ხალხი, რადგან არაკონტროლირებადი ადამიანები არ დაუშვან და მათ არაკომფორტული კითხვები არ დასვან. მათი მიზანია, დარბაზში ისეთი ხალხი არ შეუშვან, ვინც მათ ფავორიტ გიორგი მიქაუტაძეს დისკომფორტს შეუქმნის”, – განაცხადა დოლიძე.

დოლიძემ მედიას იმ კითხვების შინაარსი გააცნო, რომლის დასმასაც გიორგი მიქაუტაძისთვის აპირებდა.

„ჩემი კითხვები ეხება – დღესაც თვლის თუ არა გიორგი მიქაუტაძე, რომ მისი საუკეთესო მეგობარი ვანო ზარდიაშვილია? მისთვის რამდენად არის ავტორიტეტი მიხეილ ჩინჩალაძე? როგორ გრძნობს თავს, რომ თან კონკურსს ატარებდა და თან კონკურსანტი იყო? ასევე, რაიმე ახალი ხომ არ არის იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომლის ერთ-ერთი ფიგურანტია?”, – განაცხადა დოლიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...