2 3 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ორ ჩინელ ტურისტს ბათუმში კორონავირუსი არ დაუდგინდა - მინისტრის მოადგილე

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ჩინელ ტურისტებს დღეს ცხელება არ აღენიშნებოდათ და კორონავირუსის შესაძლო შესაძლო შემთხვევა ფაქტობრივად გამოირიცხა. ორივე მათგან ჩაუტარდათ კვლევები სხვადასხვა ვირუსზე. 

ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ ჩინელ ტურისტებს ვირუსის სიმპტომები დღეს არა ჰქონდათ. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კონსულტაციის შემდეგ კი მგზავრების იზოლირების საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა. 

"ჩინელი ტურისტები ბათუმში შემოვიდნენ გუშინ თბილისიდან. სადაც დაბინავდნენ იქ პერსონალისა და ტურისტების ერთობლივი გადაწყვეტილებით, ვინაიდან ისინი იყვნენ ჩინეთის იმ პროვინციიდან, რომელიც ვირისის ეპიცენტრთან ახლოსაა, გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. საღამოს ჩატარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გადამოწმება. ორ მათგანს აღენიშნებოდა ტემპერატურა 37. სხვა რაიმე სიმპტომი არ ჰქონიათ. დღეს დილით ორივეს მდგომარეობა იყო კარგი, რაიმე ჩივილი, მათ შორის ცხელება არ ფიქსირდებოდა. გამოირიცხა კორონავირუსის შესაძლო შემთხვევა. ამიტომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრთან კონსულტაციის შემდეგ, შეზღუდვა არ დაწესებულა" - უთხრა მაუწყებელს ნინო ნიჟარაძემ. 

რამდენიმე საათის წინ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბათუმში ორ ჩინელ ტურისტს აკვირდებოდნენ

მათ მწვავე რესპირაციული დაავადებებისთვის დამახასიათებელი ან საეჭვო კლინიკური ნიშნები არ აღენიშნებოდათ, თუმცა ტემპერატურა ჰქონდათ მომატებული, ამიტომ მედიკოსებმა პრევენციისთვის მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბიოლოგიური მასალის ლაბორატორიული კვლევა ჩატარებულიყო. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...