0 9 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოში 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების პნევმოკოკის ვაქცინით აცრა იგეგმება

საქართველოში 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების პნევმოკოკის ვაქცინით აცრა იგეგმება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„რაც შეეხება ხანდაზმულებს, ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია და ყოველდღიურად ვუფრთხილდებით იმ მოწყვლად ჯგუფებს, რომლებიც არიან ხანდაზმულები და, რა თქმა უნდა, პარალელურ რეჟიმში არიან მრავლობითი ქრონიკული დაავადების მატარებლები. ჩვენი სპეციალისტების მხრიდან მოხდა გაანალიზება საქართველოში ძირითადი წამყვანი დაავადებების და სიკვდიალინობის გამომწვევი რა მიმართულებებია, სადაც ჩვენ ცალსახად დავინახეთ, რომ სწორედ ამ მოწყვლად ჯგუფებში, მრავლობითად არის განვითარებული პნევმონიები და ჩვენს ევროპელ კოლეგებთან კომუნიკაციის შედეგად, ასევე საუკეთესო ქვეყნების პრაქტიკის გამოყენების მაგალითზე მივიღეთ გარკვეული რეკომენდაციები, რის განხორციელებასაც ვგეგმავთ საქართველოში. ეს კონკრეტულად არის ევროპის ქვეყნებში მიღებული პრაქტიკა, როდესაც ისინი 60 წელზე ზევით მოსახლეობას და მოწყვლად ჯგუფებს ცრიან პნევმოკოკის ვაქცინით. სწორედ ამასთან დაკავშირებით არის ეს ინიციატივა, რასაც ჩვენ დეტალურად ვამუშავებთ“ ,- განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის ინფორმაციით, უკვე არსებობს კონკრეტული სია იმ ადამიანებისა, რომლებსაც ვაქცინაცია ჩაუტარდებათ.

გარდა ამისა, ტიკარაძის ინფორმაციით, მიმდინარეობის მსჯელობა იმის თაობაზეც, რომ პნევმოკოკის აცრა სავალდებულო ვაქცინაციის ჯგუფში შევიდეს.

„ამ ეტაპისთვის გვაქვს კონრეტული რაოდენობა და ასევე სახელობითი სია იმ ადამიანებისა, რომლებზეც ვცდილობთ, განვახორციელოთ ზემოთ ხსენებული ვაქცინაცია და ეტაპობრივად მოვიცავთ 60 წელს გადაცილებულ ჩვენს ყველა მოქალაქეს. არის მსჯელობა იმის თაობაზეც, რომ ეს შევიდეს საქართველოში სავალდებულო ვაქცინაციის ჯგუფში და ყოველწლიურად, შესაბამისი მონაკვეთების გავლის შემდეგ მოხდეს ამ მოქალაქეებში ვაქცინის განახლება“ , –  განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა რუსთავი2-ის ეთერში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...