1 3 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,პატრიარქის ნაჩუქარი ხატი სპეც რეისით გაფრინდა თბილისი - ათენი - თბილისის მიმართულებით და დაიცავს საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიან დაბრუნებას სამშობლოში"

ჩამოტვირთვა

Georgian Airways-ის დირექტორი რომან ბოკერია:

ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ ჩემო დებო და ძმებო! დღეს 7 აპრილს, ხარება დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ „ჯორჯიან ეარვეისის“ სახელზე კურთხეული და კომპანიისათვის ნაჩუქარი ხატი აბრძანდა ჩვენს ბოინგ 737-800 ბორტზე. პატრიარქის ნაჩუქარი ხატი დღეს დილით 9:00 საათზე სპეც რეისით გაფრინდა თბილისი - ათენი - თბილისის მიმართულებით და დაიცავს საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიან დაბრუნებას სამშობლოში. ეს ხატი იქნება ყველა სპეც რეისზე, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებას სამშობლოში

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები