2 3 : 1 0
 | 

კრიმინალი

მამაკაცს, რომელმაც „პიქსელის“ შენობაში მეუღლე დაჭრა, პატიმრობა შეეფარდა

მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულ შ.ტ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს. 

სასამართლომ, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სამედიცინო დაწესებულებაში იმსჯელა.

„წარდგენილი ბრალის თანახმად, შ. ტ.-ს ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა.

საქმე ეხება, 2017 წლის 6 სექტემბერს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე შპს „პიქსელ მენეჯმენტის“ შენობის მთავარ შესასვლელთან, ეჭვიანობის ნიადაგზე, ბრალდებულის მიერ ქალისათვის გულ-მკერდის, მუცლისა და ზურგის არეში ჭრილობების მიყენების ფაქტს. დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად, დაჭრილისთვის სიცოცხლის შენარჩუნება მოხერხდა.

აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულს ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც თავისუფლების აღკვეთას 7-15 წლამდე ვადით ითვალისწინებს. 

სასამართლომ მიიჩნია, რომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, არსებობდა ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, ახალი დანაშაულის ჩადენის, გამოძიებისათვის ხელის შეშლისა და ბრალდებულის მხრიდან მიმალვის საფრთხე. 

სასამართლომ ჩათვალა, რომ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება ვერ უზრუნველყოფდა აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევას.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 2 ნოემბერს 12:00 საათზე გაიმართება“, - აღნიშნულია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:39

    ქურდობა პოლიციის ყოფილი უფროსის სახლში - წაღებულია...

    ქურდობა პოლიციის ყოფილი უფროსის სახლში - წაღებულია ოქროს ნაკეთობები. ქურდები დავით გიგაშვილის სახლში დღისით შევიდნენ, დამნაშავეებს სავარაუდოდ სახლის გასაღები ჰქონდათ, რადგან კარი გატეხილი არ არის....

  • 12:33

    შსს-მ „რუსთავი-2“-ის ვებ-გვერდზე განხორციელებული კ...

    შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ მიმდინარე წლის 19 სექტემბერს ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ვებ-გვერდზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტზე გამოძ...

  • 14:39

    ტრაილერი ადგილობრივი მოსახლის ეზოში შევარდა - რა...

    ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოტევში მომხდარი შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა.როგორც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ განაცხადა, შემთხვევა გამთენიისას მოხდა...

  • 12:00

    პორნოგრაფიის გავრცელებასა და გაუპატიურებაში ბრალდე...

    შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომ...

  • 11:56

    ნარკორეალიზატორის დაკავება - შსს ფონიჭალაში ჩატარე...

    შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედე...

  • 23:45

    მამაკაცი, რომელსაც თემქაზე ესროლეს თიკო მოსემღვდლი...

    "კურიერმა" თემქაზე მომხდარი თავდასხმიდან რამდენიმე წუთში გადაღებული კადრები მოიპოვა. მობილური ტელეფონით გადაღებულ ვიდეომასალაში თვითმხილველის ხმა ისმის, რომელიც იარაღზე საუბრობს.ზვიად ლურსმანაშვილს, რ...

  • 13:57

    სროლა თემქაზე - დაჭრილია მამაკაცი ...

    სროლა იყო ცოტა ხნის წინ თემქაზე. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაჭრილია მამაკაცი.დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.ამ ეტაპზე დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომა...