კრიმინალი
თელავში 72 წლის მამაკაცი მოკლეს
2017-09-28 16:00:28
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში 72 წლის მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულია პირი, რომელმაც ამავე სოფელში ორი დღის წინ დედა-შვილი სცემა.
შსს ინფორმაციით, ბრალდებული პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. ორივე შემთხვევაზე გამოძიება 120-ე და 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
ბრალდებული წარსულში ნასამართლევია. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლებით დაიწყო.
კომენტარები