ბიზნესი
295 მილიონი - საქართველოში მოქმედი ბანკების წმინდა მოგება მხოლოდ 4 თვეში
2017-05-20 09:34:35
იანვარ-აპრილში კომერციული ბანკების მოგებამ 295 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
ეს მონაცემები კი, 114 მილიონ 896 ათასი ლარით (63,6%) მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
მაგალითად: 2016 წლის იანვარ-აპრილში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 180 მილიონ 460 ათასი ლარი იყო.
ხოლო 2016 წელს, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით შარშან კომერციული ბანკების მოგებამ 679,101 მლნ ლარი შეადგინა.
კომენტარები