0 9 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

გაემგზავრეთ პრაღაში მხოლოდ 200 ლარად

ერთგული ბარათი შესაძლებლობას გაძლევთ შეიძინოთ თბილისი-პრაღის ორმხრივი ბილეთი მხოლოდ 200 ლარად. ბილეთების შეძენა დღეიდან 30 ივნისამდეა შესაძლებელი,  ხოლო მგზავრობის პერიოდია 23 ივნისიდან  31 ივლისის ჩათვლით.

 აქციაში თიბისი ბანკის შემდეგი საკრედიტო ბარათებია ჩართული: ერთგული ბარათი  (პლატინუმი, გოლდი, კლასიკი) და პრაიმ ბარათი(პლატინუმი, გოლდი, კლასიკი).

 ბარათის მფლობელს ერთდროულად ორი ბილეთის შეძენა შეუძლია, აუცილებელია, რომ ერთ-ერთი მგზავრი თავად იყოს. თუმცა რაოდენობაზე შეზღუდვა არ ვრცელდება თუ ბილეთებს ოჯახის წევრებისთვის ყიდულობთ.

 აქცია მოქმედებს ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ბილეთებზე, რომელიც პრაღის მიმართულებით რეისებს კვირაში ორჯერ ახორციელებს, ყოველ სამშაბათს და პარასკევს.

 ბილეთების შეძენა შესაძლებელია „აირზენა ჰოლიდეის“ და  „ჯორჯიან ეარვეისის“ ოფისებში შემდეგ მისამართებზე:

· აღმაშენებლის გამზირი #127, სამუშაო საათები 10.00-19.00

· მეტეხის ქ. # 22, სამუშაო საათები 10.00-19.00

· რუსთაველის გამზირი  #12,  სამუშაო საათები 09.00-18.30

· თბილისის აერპორტი, სამუშაო საათები 00.00 - 00.00

 ბილეთების ერთგული ბარათით შეძენისას, თქვენ დააგროვებთ ერთგულ ქულებს, რომელსაც თქვენი სურვილისამებრ დახარჯავთ. ერთგული ბარათი მომხმარებლებს მომავალში ბევრ საინტერესო სიახლეს ჰპირდება, იმისათვის, რომ პირველებმა შეიტყოთ აქციების შესახებ და ასევე, შეამოწმოთ დაგროვილი ქულები,  ეწვიეთ ერთგულის ვებგვერდს www.ertguli.ge .

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები