1 7 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ონლაინ სესხები - სწრაფი და კომფორტული სერვისი

ონლაინ სესხი სწრაფი და კომფორტული მომსახურებაა, რომელიც ხელსაყრელია მოკლევადიანი ფინანსური პრობლემების დროს. სერვისი მომხმარებელთა ფართო სეგმენტისთვის არის განკუთვნილი. თანხის მისაღებად საკმარისია მსესხებელი იყოს სრულწლოვანი, საქართველოს მოქალაქე, ჰქონდეს საბანკო ანგარიში და მობილური ტელეფონის ნომერი.

სწრაფი სესხები მოკლე პერიოდში გაიცემა, Credy საშუალებას გაძლევთ აიღოთ თანხა მარტივი პროცედურის გავლით, ისარგებლოთ დაბალპროცენტიანი სესხით და სწრაფად მოაგვაროთ ფინანსური პრობლემა. სწრაფი სესხის საშუალებით საჭირო თანხას ნებისმიერი ადგილიდან იღებთ და ზოგავთ დროს. საბანკო სესხის აღება ასეთი მარტივი არაა, ხშირ შემთხვევაში მოითხოვება ფილიალში მისვლა და დასაქმების ცნობის, საბანკო ამონაწერის, უძრავი ქონების ამონაწერის წარდგენა, რაც მეტ დროს მოითხოვს. ონლაინ სესხების მომსახურება კომფორტულია სწრაფი და გამარტივებული პროცედურის გამო. 

სესხის აღება ბევრ კომპანიაშია შესაძლებელი. სწორი არჩევანის გასაკეთებლად საჭიროა თითოეული მათგანის შემოთავაზების გაცნობა, პირობების ერთმანეთთან შედარება და დაბალპროცენტიანი კრედიტის შერჩევა. კომპანიების პირობების გაცნობა დროსთან არის დაკავშირებული, რადგან აუცილებელია მათ ვებგვერდზე შესვლა, ხელშეკრულების მოძებნა და პროცენტის გამოთვლა. მომხმარებლები სიჩქარის გამო ხშირად არ ეცნობიან ამ ინფორმაციას, იღებენ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას და სარგებლობენ მაღალპროცენტიანი კრედიტით, მაშინ როცა თანხის მიღება შესაძლებელია გაცილებით დაბალი საპროცენტო განაკვეთით.

დაუფიქრებელი გადაწყვეტილების შედეგად ბევრი მსესხებელი ხვდება მოვალეთა რეესტრში. კომპანიას შეუძლია არ დაუმტკიცოს სესხი იმ მსესხებელს, რომელსაც არ აქვს დადებითი საკრედიტო ისტორია და არ აქვს შემოსავალი. კრედიტორისთვის მნიშვნელოვანია, რომ კლიენტმა შეძლოს თანხის გადახდა. კრედიტორი ამით თავადან ირიდებს რისკებს, ხოლო კლიენტს არ უქმნის დამატებით ფინანსურ პრობლემას. ონლაინ სესხების ერთ-ერთი უპირატესობა ისიც არის, რომ მომხმარებელი თუ დროულად ვერ ახერხებს სესხის გადახდას, შეუძლია ისარგებლოს გადავადების სერვისით და თანხა გადაიხადოს მოგვიანებით, მისთვის სასურველ დროს. 

თუ თანხა სასწრაფოდ გჭირდებათ, მაგრამ მიმდინარე დავალიანება გაქვთ, დაფიქრდით რამდენად შეძლებთ ვალდებულებებთან გამკლავებას არსებული რესურსის პირობებში და სესხი მხოლოდ ამის შემდეგ მოითხოვეთ. 

•    გამოითვალეთ არსებული ვალდებულებები – თუ საფინანსო ინსტიტუტი; ბანკი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არ გიმტკიცებთ კრედიტს, ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს გადაუხდელობის რისკი. დაფიქრდით, როგორ შეძლებთ ახალი სესხის აღების შემთხვევაში ყველა ვალდებულების გასტუმრებას. 

•   გაეცანით კომპანიის პირობებს დეტალურად – განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სესხის ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს, თანხის დაფარვის დროსა და შესაძლო ხარჯებს – ეს ის მნიშვნელოვანი საკითხებია, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ, სანამ რომელიმე კრედიტორის მომსახურებით ისარგებლებთ. 

•   ყურადღება მიაქციეთ სესხის ხელშეკრულებას – ხელშეკრულების თავსართში მოცემულია ინფორმაცია მოსალოდნელი ხარჯების, მათ შორის ეფექტური საპროცენტოგანაკვეთის ოდენობის შესახებ. მისი საშუალებით თქვენ მარტივად გაიგებთ დამატებითი ხარჯების ოდენობას და გაითვალისწინებთ სესხისაღებისას. 

გრძელვადიანი ონლაინსესხი ახალი სერვისია, რომელიც საშუალებას გაძლევთ აიღოთ სესხი ხანგძლივი დროით. თუკი მოკლევადიანი კრედიტის სახით შეიძლება მცირე თანხის მიღება, გრძელვადიან სესხზე ლიმიტი გაცილებით მაღალია, თანხის დაფარვის ვადა კი ხანგძლივი. გრძელვადიანი სესხი საკრედიტო ისტორიის გადამოწმების გარეშე არ გაიცემა. კომპანია შედარებით დიდ თანხას გასცემს. შესაბამისად, ეცნობა კლიენტის წარსულ გადახდებს და აზღვევს რისკებს. 

დღეისათვის ფინანსური პრობლემის მოგვარება გაცილებით მარტივია, რადგან თანხის მიღება ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი. სანამ სესხს აიღებთ დაფიქრდით როგორ შეძლებთ ვალდებულების დაბრუნებას. კრედიტის სწორად შერჩევა თავიდან აგარიდებთ გაუთვალისწინებელ პრობლემებს და მარტივად შეძლებთ ფინანსების ეფექტურად მართვას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები