0 7 : 4 6
 | 

ბიზნესი

„ტურბო“ - ავტოლიზინგისა და ავტოლომბარდის მომსახურების მსურველებს აქციას სთავაზობს

თბილისი, 22 სექტემბერი, 2017  – „საქართველოს სალიზინგო კომპანიამ“ (GLC) განაცხადა მისი ახალი ბრენდის - „ტურბოს“ აქციის დაწყების შესახებ. ის ვინც, 20 ოქტომბრამდე ისარგებლებს „ტურბოს“ პროდუქტით გადაეცემა სასაჩუქრე ნაკრები, რომელშიც შედის: 60 ლიტრის ოდენობის ავტომობილის საწვავი და ავტომობილის დაზღვევა, ასევე ავტომობილის უფასოდ რეცხვის 12 ვაუჩერი, „სოკარის“ საწვავზე ფასდაკლების ბარათი, და სალონის ქიმწმენდაზე 20%-იანი ფასდაკლება.

 

„ტურბო“ მომხმარებელს სთავაზობს თანხის მიღების მარტივ გზასა და მეორადი ან ახალი ავტომობილის შეძენის ყველაზე სწრაფ პროცედურას, ავტოლომბარდისა და ავტოლიზინგის მეშვეობით. „ტურბოს“ ავტოლიზინგი და ავტოლომბარდი ბაზარზე საუკეთესო პირობებით გამოირჩევა და ნებისმიერი მსურველისთვისაა ხელმისაწვდომი. მას ვისაც ჭირდება თანხა მეორადი ან ახალი ავტომობილის შესაძენად, შეუძლია მიმართოს „ტურბოს“ ავტოლიზინგით მომსახურებისთვის. „ტურბოს“ ავტოლიზინგი გამოირჩევა: ხელმისაწვდომობით, მარტივი და სწრაფი პროცედურითა და დაბალი პროცენტით. განაცხადის შევსება ონლაინ არის შესაძლებელი, მანქანის შეფასებისთვის კი მომხმარებელი შემდგომ მოდის. ამასთან, არ მოითხოვება საკრედიტო ისტორიის გადამოწმება და საკმარისია პირადობის მოწმობის წარდგენა.

 

მას ვისაც უკვე ყავს ავტომობილი და სჭირდება თანხა, ასევე შეუძლია მიმართოს „ტურბოს“. აღნიშნული თანხის უზრუნველყოფა მომხმარებლისავე ავტომობილი იქნება, რომლითაც ის სარგებლობას შეუფერხებლად გააგრძელებს. „ტურბოს“ ავტოლომბარდი ასევე გამოირჩევა ხელმისაწვოდმობითა  და მარტივი და სწრაფი პროცედურით. „ტურბოში“ მომხმარებელი უფრო მეტ თანხას მიიღებს, ვიდრე სხვაგან. ამასთან, არ მოითხოვება საკრედიტო ისტორიის გადამოწმება და საკმარისია პირადობის მოწმობის წარდგენა. მომხმარებელი ონლაინ ავსებს განაცხადს და შემდგომ მოყავს მანქანა შესაფასებლად.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.turbo.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები