1 3 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„სტარტაპ დაზღვევა“ - თიბისი დაზღვევის და სტარტაპერის ერთობლივი შეთავაზება სტარტაპერებს

თიბისი დაზღვევა და თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერი“ სტარტაპერებს სპეციალურ პროდუქტს - „სტარტაპ დაზღვევას” სთავაზობს.

 

დღეიდან, დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ  ქონების დაზღვევის კომბინირებული პროდუქტით, ასევე სპეციალური ფასდაკლებით ავტოდაზღვევის სერვისზე.

 

სტარტაპერები კომპანიის კუთვნილი ავტომობილების დაზღვევას თიბისი დაზღვევაში  სტანდარტულზე 20%-ით ნაკლებ ფასად შეძლებენ.

 

ავტომობილის დაზღვევა აზღვევს შემდეგ რისკებს:

  • ავტოსაგზაო შემთხვევა
  • ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ვანდალიზმი
  • სტიქიური მოვლენები
  • საგნების დაცემა
  • ხანძარი, აფეთქება

 

ქონების დაზღვევა ბიზნესის გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან დაცვას უზრუნველყოფს და ითვალისწინებს ზარალის ანაზღაურებას 50 000 ლარის ფარგლებში.

 

პროდუქტით სარგებლობა სტარტაპერებისთვის თვეში მხოლოდ 25 ლარად არის შესაძლებელი.

 

ქონების დაზღვევა  მოიცავს:

 

  • რემონტს და მოპირკეთებას
  • სასაწყობე მარაგების დაზღვევას
  • მანქანა -დანადგარების დაზღვევას
  • პასუხისმგებლობის  დაზღვევას მესამე პირის წინაშე
  • დამქირავებლის პასუხისმგებლობის დაზღვევას

 

„სტარტაპ დაზღვევით" სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ სტარტაპს, რომელიც რეგისტრირებულია არაუმეტეს 2 წლის წინ.

 

„სტარტაპ დაზღვევით“ სარგებლობისთვის განაცხადის შევსება უკვე შესაძლებელია  „სტარტაპერის“ ვებგვერდზე www.startuperi.ge, სადაც ასევე განთავსებულია დეტალური ინფორმაცია სტარტაპერებისთვის შეთავაზებულ სადაზღვევო  პროდუქტების შესახებ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები