1 2 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკმა საქართველოში უსინათლო პირებისთვის ბანკომატების ადაპტირება განახორციელა

22 მარტი, 2018 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა  ბანკომატების უსინათლო პირებისთვის ადაპტირების შესახებ. ადაპტირების პროექტი, საქართველოში პირველად, განხორციელდა საქართველოს ბანკის ფონდის „სიცოცხლი ხე“-ს ორგანიზებით. უსინათლო პირებს, შესაძლებლობა აქვთ სრულიად დამოუკიდებლად ისარგებლონ საქართველოს ბანკის ბანკომატებით. ადაპტირების პროცესში მოხდა ბანკომატების ხმოვანი პროგრამით უზრუნველყოფა და არსებული სისტემის HTML ფორმატზე გადაყვანა, რაც თავის მხრივ ტექნიკური მახასიათებლების გაძლიერებასაც ნიშნავს. შესაბამისად, ბანკომატზე დამონტაჟდა ყურთსასმენის განსათავსებელი მოწყობილობები, შეიცვალა ბანკომატის სცენარი და გახმოვანდა მენიუ.  ბარათის, თანხისა და ქვითრის ჭრილის მანიშნებლები კი ბრაილის წარწერიანი სტიკერებით ჩანაცვლდა. ბანკომატების ადაპტირების პროცესში უშუალოდ იყვნენ ჩართული უსინათლო პირები, რამაც შესაძლებელი გახადა, ბანკომატით განხორციელებული ტრანზაქციები მათ საჭიროებაზე  მაქსიმალურად ყოფილიყო  მორგებული.

 

აღსანიშნავია, რომ უსინათლო პირებისათვის ბანკომატით შეუფერხებლად სარგებლობის უზრუნველყოფის მიზნით მათ საჩუქრად გადაეცემათ ყურთსასმენები. ადაპტირებული ბანკომატითა და ხმოვანი პროგრამით პირველად სარგებლობის შემთხვევაში, ბანკომატზე ყურთსასმენების მიერთების გზით, მათ საშუალება ექნებათ მოისმინონ ბანკომატით სარგებლობის ინსტრუქცია, პროცესის აღწერა, რაც საშუალებას მისცემთ მარტივად და დამოუკიდებლად განახორციელონ სხვადასხვა ოპერაციები როგორიციაა: თანხის განაღდება, პინ კოდის შეცვლა, ნაშთის შემოწმება და ა.შ

 

საქართველოს ბანკის ფონდი „სიცოცხლის ხე“ მუდმივად ზრუნავს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის საბანკო მომსახურების და ბანკის ფიზიკური გარემოს ხელმისაწვდომობის ზრდაზე. საქართველოს ბანკის ბანკომატების უსინათლო პირთათვის ადაპტირება  და მათი ხმოვანი პროგრამით უზრუნველყოფა ამ ეტაპისთვის დასრულებულია თბილისში, თელავში, ბათუმში, ქუთაისსა და გორში. ჯამში ადაპტირებულია 10 ბანკომატი. პროცესი გრძელდება და ადაპტირებული ბანკომატების  რაოდენობა მთელი საქართველოს მასშტაბით უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები