0 4 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკმა ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით უნიკალური პორტალი- ბიზნეს ჰაბი შექმნა

26 აპრილი, 2018- საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, მცირე და საშუალო ბიზნესის წამოწყების, მხარდაჭერისა და  განვითარების ხელშეწყობის მიზნით უნიკალური ქართულენოვანი პორტალი ბიზნეს ჰაბი შექმნა.   

პორტალი საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებს გაეცნონ ბიზნესისთვის საჭირო და აქტუალურ ინფორმაციას, სხვადასხვა სახის ბიზნესსტრატეგიას, რაც შესაძლებლობას მისცემს ნებისმიერ ადამიანს, მიიღოს რჩევები თუ როგორ წამოიწყოს, განავითაროს ან გააფართოვოს საკუთარი ბიზნესი.   

პორტალის მნიშვნელოვანი ნაწილი თავმოყრილია ე.წ ტაბში „იდეიდან წარმატებამდე“, სადაც მოცემულია კონკრეტული რჩევები და ინსტრუმენტები, კონკრეტულად: ხელმისაწვდომია ინფორმაცია ბიზნესმოდელების, ბუღალტრული აღრიცხვის და სამართლებრივი საკითხების შესახებ, რომელიც ნებისმიერ მეწარმეს დასახული ამოცანების შესრულების შესაძლებლობას მისცემს. „ბიზნეს ჰაბის“, როგორც პორტალის, უნიკალურობას განაპირობებს მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მათ შორის: პრაქტიკული რჩევები ფინანსური საჭიროების სამართავად, მარკეტინგის, გაყიდვების სტრატეგიის, ადამიანური რესურსების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს დაინტერესებულ პირებს ეფექტურად მართონ საკუთარი ბიზნესი. 

პორტალის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს დეტალურ ინფორმაციას საქართველოს ბანკის ბიზნესის ისეთი პროექტების შესახებ, როგორიცაა, DCFTA,  სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა და პროგრამა აწარმოე საქართველოში. ასევე, პროექტზე #მევქმნი, რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას, პოპულარიზაციასა და მისი განვითარების ხელშეწყობას როგორც ფინანსური, ასევე არაფინანსური თვალსაზრისით.

„საქართველოს ბანკისთვის  მნიშვნელოვანია აქტიურად შეუწყოს ხელი მცირე და საშუალო ბიზნესს, როგორც დაფინანსების, ასევე ინტელექტუალური მხარდაჭერის კუთხით. სწორედ აქედან გამომდინარე, შევქმენით პორტალი „ბიზნეს ჰაბი“, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება მოიძიოს სწორედ მისთვის საჭირო ინფორმაცია სხვადასხვა მიმართულებით. პორტალზე მოცემული მრავალფეროვანი სიახლეები შესაძლებლობას მისცემს ადამიანს, ზუსტად ჩამოაყალიბოს როგორ უნდა დაიწყოს, განავითაროს და მართოს, საკუთარი ბიზნესი“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები