0 3 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

ჯანი ბუკიკიოს მორიგი კრიტიკული განცხადება

  საკონსტიტუციო კანონპროექტთან დაკავშირებით მორიგი კრიტიკული განცხადება  ბათუმში მყოფმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა დღის ბოლოს გააკეთა.

"საქართველოში მნიშვნელოვან პერიოდში ჩამოვედით, იმისთვის, რომ საბოლოოდ თქვენ ქვეყანას ევროპული სტანდარტების შესაბამისი კონსტიტუცია ჰქონდეს, რადგან საქართველო ევროპული ქვეყანაა და თქვენ გაქვთ ევროპული მისწრაფებები.ყველა დაინტერესებულმა მხარემ და პოლიტიკურმა პარტიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ კონსტიტუციის რეფორმირების პროცესი დასრულდეს.

"საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, რომელიც შესაბამისობაში იქნება ჩვენს მოსაზრებებთან და ზოგადად, საერთაშორისო სტანდარტებთან. ყველა საკონსტიტუციო რეფორმა, რაც შეიძლება ფართო კონსენსუსს საჭიროებს, არა მარტო პარტიების, არამედ საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდანაც.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ის რაც აქამდე გაკეთდა, კარგია, გარდა რამდენიმე ნიუანსისა, რომლის გამოსწორებაც შეიძლება. მაგრამ ახლა, ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებების გამო, ყველაფერი ისევ ჰაერშია და ეს სამწუხაროა. პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრაზე იგივე პოლიტიკურ მესიჯს გავიმეორებ - იყავით კონსტრუქციულები და არა დესტრუქციულები," - განაცხადა ბუკიკიომ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები