2 3 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

"თქვენს მხარეს ვარ" – გიგა ბოკერია გიორგი გახარიას

“მე ამოვდივარ იქიდან, რომ თქვენ იძახით სიმართლეს და თქვენი წინამორბედები ცრუობდნენ, თქვენ მხარეზე ვარ, აქედან გამომდინარე ერთი კითხვა უნდა დაგისვათ,”- ასე მიმართა “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა გიგა ბოკერიამ შს მინისტრს, გიორგი გახარიას პარლამენტში. ბოკერია კრიმინალის ზრდის შესახებ თავისი თანაგუნდელის, ოთარ კახიძის დასმულ კითხვას გამოეხმაურა, რომელიც დაინტერესდა, კრიმინლის სტატისტიკის შესახებ ვინ ამბობდა ტყუილს, გიორგი გახარია, თუ მისი წინამორბედები.

“ეს ვითარება საზოგადოებამ დიდი ხანია იცოდა, რომ კრიმინალი მძიმედ იზრდება, როგორც აქ უკვე ითქვა, თქვენი კოლეგები ამას ბრმად უარყოფდნენ, აბრალდბდნენ მედიას, ოპონენტებს, შპრიცებს ყრიან სადარბაზოებში ოპოზიციაო, გახსოვთ, ალბათ ეგზოტიკური განცხადება.

 აქ მაინც მთავარი იდელოგოგიური, დოქტინალური განცხადება გააკეთა თქვენმა ლიდერმა ან არ ვიცი, კერპმა თუ ბელადმა, არ ვიცი რას დაარქმევთ, ბატონმა ივანიშვილმა. როცა მას კითხეს უკვე კრიმინალის ზრდაზე, მან ეპოქალური სიტყვები უთხრა საზოგადოებას, როგორც მთავრობის პოლიტიკური პასუხი ამ გამოწვევაზე და აწ უკვე რეალობაზე, რომ გაგებით უნდა მოეკიდოს საზოგადოება ამას, გაგებით და მე ახლა გეკითხებით, არა რაღაც ძველი შავ-ბნელი დროის შემდეგ რომ გაიზარდა კრიმინალი არა იმაზე, არამედ იმაზე თუ რა ტენდეციაც არის ახლა.

თუ თქვენ იზიარებთ ბატონი ივანიშვილის მართლა ეპოქალურ მიდგომას, მაშინ ამ თემაზე დისკუსია არ გავაგრძელოთ, ნათელი იქნება და მერე ჩემ შეფასებას მოგახსენებთ ამის თაობაზე კიდევ ერთხელ, მაგრამ თუ მეთანხმებით, რომ ეს არის უბრალოდ პოლიტიკური თავგასულობა, უპასუხისმგებლობა ან სისულელე და სხვათაშორის, გთავაზობთ კოდურ სიტყვას, რომ თუ არ მიპასუხებთ ამ კითხვაზე, ესეიგი მეთანხმებით და თუ მეთანხმებით, იქნებ დააზუსტოთ არა ზოგადი ბრტყელ-ბრტყელი ფრაზებით სტრუქტურულ რეფორმებზე, არამედ კონკრეტულად, რა დანაშაულებრივი შეცდომები იქნა დაშვებული არა იმ ძველ დროს, რომელზეც ასე გიყვართ საუბარი, არამედ ახლა, ამ ბოლო წლებში, რომ ასეთი მძიმე ტენდენცია გაქვთ ახლაც. კონკრეტულად რა ქნეს და რასაც თქვენ აღარ გაიმეორებთ. დაგვიკონკრეტეთ, ზოგადი ვარდისფერი საუბრით რომ არ გამოძვრეთ.

და ბოლოს, ხომ არ გაგიგიათ რამე მმართველო პარტიის მიერ კრიმინალური ჯგუფების საარჩევნო უბნებთან არჩევნების დროს გამოყენებაზე, ხომ არ გინახავთ სადმე ამ კუნთმაგარი ბიჭების კადრები, წარსული ნასამართლევის და მერე ზოგიერთის მიერ მომავალში ახალი დანაშაულების ჩამდენების, მათ გამოყენებაზე, რომ იქ დგანან და ცემენ ხალხს, რამე ხომ არ გაგიგიათ და როგორ ფიქრობთ, რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეთ მათ, რომ სამთავრობო პარტიას გვერდზე დაუდგნენ ან და როგორ შეაფასებთ ასეთი სამთავრობო პარტიის საქციელს,” – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

მას შემდეგ რაც გიგა ბოკერიას კითხვებისთვის რეგლამენტით განსაზღვრული დრო ამოეწურა, მან პარლამენტის თავმჯდომარეს დროის დამატებითს თხოვნით მიმართა.

“ბატონო ირაკლი ერთიც და მერე ვალში ვიქნები თქვენთ, ოპოზიციაში რომ იქნებით… თუ იქნებით,”- მიმართა გიგა ბოკერიამ. ამის შემდეგ მან გიროგი გახარიას ნეონაცისტური ჯგუფების ქმედებებთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა და დაინტერესდა, უცხოელი მაღალი დონის სტუმარი რომ ჩამოსულიყო და თავისუფლების მოედანზე ბიძინა ივანიშვილთან ერთად სიტყვით გამოსვლისას ნეონაცისტურ ჯგუფებს შეეშალათ მისთვის ხელი, ეტყოდა თუ არა მასაც გახარია -“ვაღარ ვაჩერებთ და იქნებ დაიშალოთ”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები