0 2 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"თქვენ შეიძლება დამემუქროთ მე, მაგრამ დაემუქროთ ჩემს ცოლს და შვილებს დაუშვებელია"

    ზაზა ფაჩულიასა და კავაი ლეონარდის ინციდენტში, რასაც  „სან ანტონიო სპურსის“ ლიდერის ტრავმა მოჰყვა, “სპურსის“  მწვრთნელმა, გრეგ პოპოვიჩმა ქართველი კალათბურთელი დაადანაშაულა და მისი მოქმედება „გაუფრთხილებლობით მკვლელობად“  შეაფასა. 

   „მართალია, მთელ პასუხისმგებლობას პოპოვიჩს არ ვაკისრებ, თუმცა, მისმა ნათქვამმა გარკვეული აგრესია გამოიწვია ჩემს მიმართ.  რადგან „პოპმა“ თქვა, გულშემატკივრებს სჯერათ. ეს არ არის სწორი. თქვენ შეიძლება დამემუქროთ მე, მაგრამ დაემუქროთ ჩემს ცოლს და შვილებს დაუშვებელია. მე არ ვარ წინააღმდეგი, თუ მათ ჩემთან ექნებათ საქმე. მაგრამ არანაირი სურვილი არ მაქვს, ეს რამე კავშირში იყოს ჩემს ოჯახთან. ჩემს ცოლს და შვილებს არანაირი კავშირი არ აქვს ამასთან. მათ ეს არ დაუმსახურებიათ. მთელ პასუხისმგებლობას პოპოვიჩს არ ვაკისრებ, თუმცა გარკვეულწილად მისმა სიტყვებმა გამოიწვია ეს აგრესია“,  - აღნიშნავს ფაჩულია 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები