1 9 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„ჩვენ უკვე გამოვაქვეყნეთ დასკვნა, რომლის შინაარსმაც აქ, საქართველოში მანამდეც გაჟონა" - ჯანი ბუკიკიო

   ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული ტექსტი მთლიანობაში კარგია, თუმცა არის დეტალები, რისი გასწორებაც საჭიროა.

„ჩვენ უკვე გამოვაქვეყნეთ დასკვნა, რომლის შინაარსმაც აქ, საქართველოში მანამდეც გაჟონა. შესაბამისად, ჩვენი პოზიცია ახლა უკვე საჯაროდაა ცნობილი.

   მთლიანობაში, გლობალურად ტექსტი ძალიან კარგია, თუმცა არის დეტალები, რისი გასწორებაც საჭიროა.    
 მაგალითად, მოსამართლეების არჩევის წესის ნაწილში, ასევე, კვალიფიციური და უბრალო უმრავლესობის ნაწილი და ასე შემდეგ. ანუ, ისეთი საკითხები, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია, თუმცა ადვილად რეალიზებადი“, - განაცხადა ბუკიკიომ, რომელიც ბათუმში ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები