1 2 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

რუსთავი2-ის პროდიუსერები იმედზე გადადიან

ტაბულას წყაროს ცნობით, რუსთავი 2-ის საერთაშორისო პროექტების პროდიუსერები დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურზანია სამუშაოდ იმედზე გადადიან.

ტაბულა ეცადა რუსთავი 2-ისა და იმედის ხელმძღვანელობასთან ინფორმაციის გადამოწმებას ოფიციალური პასუხის მისაღებად, თუმცა, ისინი ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.

რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ ტაბულას უთხრა, რომ ამის შესახებ ინფორმაციას ვერ დაუდასტურებდა, რადგან მას მხოლოდ საინფორმაციო სამსახური ეხება.

აღსანიშნავია, რომ პროექტი "X ფაქტორი", რომლის პროდიუსერებიც ჯაფარიძე და ხაბურზანია არიან, ჯერ არ დასრულებულა.

დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურზანია ხელმძღვანელობდნენ "ნიჭიერს", "საქართველოს 

ვარსკვლავს" და სხვა საერთაშორისო პროექტებს.

ამასთან, რუსთავი 2-დან იმედზე გადავიდნენ ტელეწამყვანი დიმიტრი ობოლაძე და კურიერის ჟურნალისტი ნატალია მახვილაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები