1 0 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

შუახევის 7 სკოლას პირველკლასელი არ ეყოლება

შუახევის მუნიციპალიტეტის 7 საჯარო სკოლას 2017-2018 სასწავლო წლისთვის პირველკლასელი არ ეყოლება. გოგაძეები, ტბეთი, ცინარეთი, ქიძინიძეები, ოლადაური, ზემო ხევი, ჟანივრი - ამ სოფლებში პირველკლასელისთვის ზარი არ დაირეკება.

შუახევის რესურსცენტრის წარმომადგენლის ინფორმაციით, სკოლები, რომლებსაც პირველკლასელი არ ეყოლება, 2016-2017 სასწავლო წელთან შედარებით, გაორმაგებულია.

შუახევის მუნიციპალიტეტში სულ 43 საჯარო სკოლაა, აქედან 29-ში სწავლება სამივე საფეხურზე (საშუალო) ხორციელდება, 14-ში - ორ საფეხურზე (საბაზო).

შუახევის მუნიციპალიტეტის სკოლებში სულ 127 პირველკლასელი დარეგისტრირდა.

ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს

კომენტარები

მსგავსი სიახლეები