2 2 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ვლადიმერ ბოისამ ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა

ჩამოტვირთვა

დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა კალათბურთელმა, ეროვნული გუნდის ერთ-ერთმა ყოფილმა ლიდერმა და ამჟამადკალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ვლადიმერ ბოისამ ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა.

სპორტული ჟურნალისტის, ზურაბ თალაკვაძის წიგნის - „ბოისა - ჩემი გზა“ - პრეზენტაცია დღეს  სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა, სადაც ქართულიკალათბურთის ერთ-ერთი წამყვანი კალათბურთელის ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები შეიკრიბნენ.

 
ვლადიმერ ბოისას არაერთი მეგობარი ჰყავს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, რომლებიც დღევანდელ პრეზენტაციას დაესწრნენ. საქართველოს ეროვნულინაკრები 22 აგვისტოს, გამთენიისას, საბერძნეთში მიემგზავრება და  ევროპის ჩემპიონატის წინ  საერთაშორისო ტურნირში - „აკროპოლისის თასზე" მიიღებსმონაწილეობას. საბერძნეთიდან კი საქართველოს ნაკრები ისრაელში გაემგზავრება, სადაც 31 აგვისტოდან ევროპის ჩემპიონატში ჩაებმება.

 
ვლადიმერ ბოისას პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების წევრები, რომლებმაც ბულგარეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მე-3 ადგილი დაიკავეს და კონტინენტის მომავალი წლის პირველობის ელიტარულ A დივიზიონში საგზური მოიპოვეს. საქართველოს 16-წლამდელთა დღვანდელ წარმატებას წლების წინ ჩაეყარა საფუძველი. 2001 წელს დაბადებულმა ახალგაზრდებმა კალათბურთის ეროვნული ფედერაციისრამდენიმე ფუნდამენტურ პროექტში მიიღეს მონაწილეობა, სწორი განვითარება და დიდი გამოცდილება მიიღეს და ეს შედეგიც ლოგიკურია.

3 წლის წინ, 2001 წელს დაბადებულთა ნაკრებით ჩაერთო საქართველო პირველად ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში, სადაც სეზონის განმავლობაში 20-ამდე მატჩი გამართა. ევროპულ სარბიელზე ეს ბიჭები პირველად ცნობილმა ქართველმა მწვრთნელმა, ნოდარ ქორქიამ და ირაკლი მაისურაძემ გაიყვანეს, რომელთა დიდი მონდომებისხარჯზე ახალგაზრდა ქართველებმა ბევრი საჭირო რამ შეითვისეს. იმ პერიოდში ამოქმედდა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და ესპანური„სასკი ბასკონიას“ ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებშიც დღეს გამარჯვებული ნაკრების წევრთა დიდი უმრავლესობა იმყოფებოდა ვიტორიაში, ევროპისერთ-ერთ ყველაზე გამართულ კლუბ „ბასკონიაში“, სადაც კლასი აიმაღლეს და დიდი გამოცდილება შეიძინეს
 
პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ  ვლადიმერ ბოისას ავტობიოგრაფიული წიგნი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები