0 7 : 4 5
 | 

საზოგადოება

,,ექიმები გვეუბნებიან, ორშაბათს გამოვაღვიძებთ და მდგომარეობიდან გამოვაო"- რას ყვება 17 წლის ხატიას ბებია

ჩამოტვირთვა

17 წლის ხატიამ 7 სექტემბერს ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში ცხვირის ოპერაცია გაიკეთა. მეთორმეტე კლასელ გოგონას ოპერაციის გაკეთების შემდეგ  გული გაუჩერდა და ამჟამად კომატოზურ მდგომარეობაშია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან  მძიმეა. 

ჩვენ ვესაუბრეთ გოგონას ბებიას, ნინო ბიბილეიშვილს.

"როცა გამოიყვანეს ოპერაციიდან, ჩაიყვანეს პალატაში. რამდენიმე წუთი თავის დედას და მეგობარს ელაპარაკებოდა, შემდეგ გული წაუვიდა და წაიყვანეს  რეანიმაციაში. ამის შემდეგ მდგომარეობიდან ვეღარ გამოვიდა. ოპერაცია გაუკეთდა  თავზე... ექიმები გვეუბნებიან, ორშაბათს ბავშვი მდგომარეობიდან უნდა გამოიყვანოთო. ამბობენ, რომ  უკვე გამოვაღვიძებთ, გამოვიყვანთ ნარკოზიდანო. ორშაბათ დღეს  ველოდებით, სანამ აჟიოტაჟს ავტეხავთ, არ გვინდა რომ კლინისკის თანამშრომლები ზედმეტად გავამწაროთ."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები