0 6 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„ფეროშენადნობთა ქარხნის“ დირექტორი და „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი „ზესტაფონობისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრნენ

„ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის“ დირექტორი ვასილ გველესიანი, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი და კომპანიის თანამშრომლები ზესტაფონში, „ზესტაფონობისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრნენ.

მასობრივი კულტურული და სახალხო ღონისძიებების ფარგლებში, სხვადასხვა კომპანიებმა მათ შორის „ჯორჯიან მანგანეზმა“ სპეციალური სტენდი წარმოადგინა. სტენდის სტუმრებს „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობისა და კომპანის მიერ მოპოვებული წარმატებების გაცნობის საშუალება ჰქონდათ.„გილოცავ ამ არაჩვეულებრივ დღესასწაულს. ცუდი ამინდია, მაგრამ განწყობა გვაქვს ძალიან კარგი. დღესასწაული, მართლაც, სახალხო გამოვიდა. მოგეხსენებათ ზესტაფონის წვლილის შესახებ ქვეყნის ეკონომიკაში, ზესტაფონშიც. ჩვენ უფრო გავაძლიერებთ ამ წარმოებას. მომავალი ზეიმები და წარმატებები წინ აქვს ამ ქალაქს და შესაბამისად ჩვენს ქარხანასაც“,- აღნიშნა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.ვასილ გველესიანმა ზესტაფონელებს და ქარხნის თანამშრომლებს დღესასწაული მიულოცა. როგორც მან აღნიშნა, სასიხარულოა, რომ „ზესტაფონობა“, რომელსაც დიდი ხნის წინ ჩაეყარა საფუძველი, კვლავ აქტიურად, მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება.

„დიდებული დღესასწაულია , „ზესტაფონობის“ ტრადიციას საფუძველი დიდი ხნის წინ ჩაეყარა, მახსოვს ჩემ ბავშვობაში, ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, პატარა ქოხმახები კეთდებოდა და ერთი დღით ყველა სოფელი იღვიძებდა ჩვენი ქალაქის მოედანზე, სასიხარულოა, რომ ტრადიცია გრძელდება. ჩვენი ქარხანა ამ ზეიმის თანამონაწილეა. მინდა, ქარხნის – „ჯორჯიან მანგანეზის“ სახელით ყველა ზესტაფონელს, ყველა ფეროელს მივულოცო ეს არაჩვეულებრივი დღესასწაული, ეს ტრადიცია სამომავლოდაც გაგრძელდება. ჩვენ მხოლოდ ფერომდნობელები არ გახლავართ, ჩვენმა დეკორატორმა გოგონებმა შეძლეს, რომ შთამბეჭდავი კუთხე შეექმნათ და დამთვალიერებელს ჩვენი კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია საინტერესოდ მიეწოდებინათ“, -აღნიშნა ვასილ გველესიანმა.

შეგახსნებთ, რომ 15 ოქტომბერს ზესტაფონში „ზესტაფონობის“ დღესასწაული და „ღვინის ფესტივალი“ გაიმართა. ღონისძიებების აღნიშვნა 14:00 საათიდან დაიწყო. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე (სახელმწიფო თეატრის მიმდებარე ტერიტორია) მოეწყო სპეციალური დეკორაციები, წარმოადგინეს იმერული სამზარეულო, გაიმართა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა – გაყიდვა, ჩატარდა ღვინის ტრადიციული ფესტივალი, რომელიც იმერული ღვინის პოპულარიზაციას და ღვინის მწარმოებელთა გამოვლენას ემსახურებოდა. ფესტივალის ფარგლებში, გამოვლინდა საუკეთესო ღვინის მწარმოებელი – ზვიად ხუსკივაძე, რომელმაც ფულადი პრიზი აიღო. საიუბილეო დღეების ფარგლებში, დაჯილდოვდნენ ზესტაფონის საპატიო მოქალაქეები: ციცო ჩინჩალაძე, ლია ფცქიალაძე, გიორგი ბურჯანაძე, ანზორ სალაძე, ბეჟან წაქაძე, ანზორ ბიწაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები