1 2 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სილქნეტის სპეციალური შეთავაზება ახალი აბონენტებისთვის!

თბილისში სილქნეტის ახალი აქცია ამოქმედდა. მსურველი, რომელიც დარეგისტრირდება ოპტიკურ ქსელში და გაიაქტიურებს პაკეტს ინტერნეტითა და ტელევიზიით, 2 თვის მანძილზე უფასოდ ისარგებლებს სერვისით, ასევე ინსტალაციით.

„არსებულ აბონენტებს ბოლო ერთი თვის მანძილზე არაერთი საჩუქარი გავუკეთეთ - სილქ ტვ-ის ყველა მომხმარებელს უფასოდ გაუაქტიურდა ექსკლუზიური თემატური პაკეტი „სილქ სპორტი“- ყველა წამყვანი სპორტული ჩემპიონატის ყურება მხოლოდ ჩვენი ტელევიზიით არის შესაძლებელი. თბილისში, ინტერნეტისა და სილქ ტვ-ის მომხმარებლები ერთით ზედა პაკეტის გამოყენებას ექვსი თვის განმავლობაში უფასოდ შეძლებენ. 

რეგიონებში ახალი აბონენტებისათვის საუკეთესო შეთავაზება გვაქვს - თვეში 23 ლარად 20 მბ/წმ ინტერნეტი, 130 არხი და თემატური პაკეტი. ეს  აქციაც  სპეციალურად თბილისის ახალი აბონენტებისთვის მოვამზადეთ.“ - განმარტეს სილქნეტში.

ახალი მომხმარებლები ორი თვის განმავლობაში უფასო სერვისებით ისარგებლებენ, ხოლო მომავალი ოთხი თვე არჩეული შეთავაზების ნაცვლად ერთით ზედა პაკეტს მიიღებენ. პარალელურად,  შეუძლიათ გამოიყენონ პორტალი mysilknet.com, რომლითაც ანგარიშსწორება და შეთავაზებული პროდუქტების ონლაინ მართვაა შესაძლებელი.  აქვე გროვდება „ერთგულების ქულები“, დამატებითი სერვისის თუ პაკეტის უფასოდ გასააქტიურებლად.

აქციის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე, 2100100, 24 საათის განმავლობაში. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები