1 6 : 0 3
 | 

საზოგადოება

კიევში, საკუთარი სახლიდან ქართველი ჟურნალისტი, თამაზ შავშიშვილი გაიტაცეს

  დაახლოებით ერთი საათის წინ კიევში, საკუთარი სახლიდან ქართველი ჟურნალისტი, თამაზ შავშიშვილი გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

შავშიშვილს უკრაინაში ყოფნის აკრედიტაცია და ყველა საჭირო საბუთი ჰქონდა. მას ხელბორკილები დაადეს, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და უცნობი მიმართულებით წაიყვანეს.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, გამტაცებლები შავშიშვილის ბინის გვერდზე რემონტს აკეთებდნენ და სპეცტანსაცმელში იყვნენ  გამოწყობილები.

თამაზ შავშიშვილი მიხეილ სააკაშვილის საქმიანობას აქტიურად აშუქებდა. სააკაშვილმა სხვა მსგავსი შემთხვევებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს პირველად არ ხდება.

„ასე ექცევა ამ ადამიანებს მატყუარა და მხდალი პრეზიდენტი, რომელსაც არ ადარდებს რომ აქ ადამიანები უკრაინისთვის იბრძოდნენ. ის საკუთარ შვილებს არ გააგზავნის საბრძოლველად. მას არ ადარდებს სიტყვის თავისუფლება. მას აქვს ტელევიზია და იტაცებენ ჟურნალისტს, რომლის მიზანი სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ ინფორმაცია გაავრცელოს,“-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები