1 5 : 5 9
 | 

საზოგადოება

26 ნოემბერს კონსერვატორიაში გულიკო კარიაულის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი გაიმართება

26 ნოემბერს, 19:00 საათზე კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დამსახურებული და საპატიო პროფესორის გულიკო კარიაულის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი გაიმართება.

საღამოში მონაწილეობას მიიღებენ პედაგოგის მიერ აღზრდილი მსოფლიო ვარსკვლავები, მათ შორის - ნინო სურგულაძე, ქეთევან ქემოკლიძე, მიხეილ შეშაბერიძე, თეონა დვალი და სხვები, ასევე მომავალი თაობა.

გულიკო კარიალური 1975-1982 წლებში იყო თბილისის საოპერო სტუდიის სოლისტი; 1975-1986 წლებში -  საქართველოს ფილარმონიის სოლისტი; 1978-1985 წლებში - თბილისის I მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(ვოკალი); 1982-2000 წლებში - ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებილი ექსპერიმენტული მუსიკალური სკოლის პედაგოგი (ვოკალი); 


1987-1988 წლებში გაიარა მოსკოვის კონსერვატორიაში სტაჟირება; 1986 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი (ვოკალი), 2007 წლიდან სრული პროფესორი; 2006 წლიდან ე. მიქელაძის სახელობის მუსიკალური გიმნაზიის პედაგოგი (ვოკალი); 2002-2012 წლებში ატარებდა მასტერკლასებს ქუთაისსა და ბათუმში.


ნინო სურგულაძის პრესსამსახური

+995 595 03 20 40 - დიმიტრი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები