1 4 : 4 4
 | 

საზოგადოება

"ყველაფერი "პლანის“ მოწევით დაიწყო.ბოლოს ნარკოტიკებმა 38 წლის მამა და 39 წლის ბიძა წამართვა“

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ტუტი მაცაბერიძე სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს:

"მძულს ამ თემაზე საუბარი და მაინც მთელი დღეა დავდივარ ქუჩებში ჩაფიქრებული და არ ვაპატიებდი საკუთარ თავს რომ ამაზე ჩემი აზრი არ მეთქვა! მოვისმინე, რომ თბილისში ითხოვს ახალგაზრდობა მოხდეს "ყველანაირი" ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია. მე ვიზიარებ იმ აზრს რომ არ უნდა მოხდეს ადამიანების 5 და 9 წლით ციხეში განადგურება, ამას იმედია რომ ყველა ასე ფიქრობს, მათ შორის ჩემნაირი ტკივილის მატარებელი ადამიანებიც. მე მაინტერესებს თუ ვინმე ხართ ისეთი უბრალოდ ვინც ოჯახის წევრი დაკარგეთ ნარკომანიის გამო და ითხოვთ დეკრიმინალიზაციას?! თქვენთან დისკუსია ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა. 

* მოვისმინე აზრი რომ "ეს ჩემი სხეულია და რასაც მინდა იმას ვუზამ". ამაზე ეგოისტური ნათქვამი ალბათ ჯერ არ მომისმენია და ამის მთქმელმა ადამიანმა არ იცის საერთოდ რას ამბობს ამით. ბიძაჩემის ცხოვრებაში ყველაფერი დაიყო 90 წლებში "პლანის" მოწევით, მისთვის რომ გეკითხათ, ერთობოდა და ვინმეს რომ ეთქვა დამოკიდებული გახდებიო, ძალიან ბევრს იცინებდა. შემდეგ"პლანი" აღარ იყო საკმარისი და ახალი ნარკოტიკები ჩნდებოდა ქალაქში და ინტერესიც დიდი იყო, "პლანმა" თუ არაფერი მიქნა ეს რას მიზამს და ასე დაუმთავრებლად. ხშირად აქ მხოლოდ იმაში არ არის საქმე, იწვევს თუ არა თუნდაც კლუბური ნარკოტიკი დამოკიდებულებას, საქმე არის სიახლის ძიებაში. ამ სიახლის ძიებაში მამაჩემმა და ბიძაჩემმა იპოვეს ის წამალი რომელმაც საბოლოოდ დაიმონა ისინი და არამარტო ისინი სხვა უამრავი ოჯახი გააუბედურა...


სწორედ "პლანის" მოწევით დაიწყო ეს უბედურება. სანამ თქვენ ფიქრობთ იმაზე, რომ ეგ სხეული თქვენია და რასაც გინდათ იმას უზამთ, გახსოვდეთ რომ ამის უკან ოჯახები დგანან, მომავალი შვილები ან ის ბავშვები დგანან ვისაც თქვენი შვილები ქვიათ. ყველაფერი გააჩნდათ ბედნიერებისთვის, ოჯახი, სახლი, მეგობრები, შეძლებული ოჯახი იყო და უბრალოდ ყველაფერს ამჯობინეს ის ნარკოტიკები, რომლებიც ბოლომდე ეგონათ რომ არც მოკლავდათ და თუ მოუნდებოდათ დაანებებდნენ თავს. არაფერი არ დაიკლეს ცხოვრებაში იმ წლებში როცა ქვეყანა გადატიალების პირას იდგა.

ბაბუაჩემი მათ "გართობას" გადაყვა! 90 წლებში ნარკოტიკები ახალი ხილი იყო, ამ ადამიანებს შედეგების შესახებ არაფერი სმენოდათ, მაგრამ ახლა ძალიან მაშინებს ჩვენი თაობის მოთხოვნა "ყველა" ნარკოტიკული საშიალების დეკრიმინალიზაციაზე. ბიძაჩემი ბოლო წლებში ამბობდა, ეს რომ მცოდნოდა რა მელოდა, არასოდეს გავეკარებოდი არც იმ "პლანს" და არაფერსო. არაფრით არ ესმოდა იმ ადამიანების რომლებიც მე და ჩემნაირებს შემოგვხედავს და ნარკოტიკების გასინჯვა მოუნდებაო. 

მე მხოლოდ იმიტომ შევეხე ჩემს ყველაზე საყვარელ ადამიანებს და მათ მაგალითზე დავგმე ეს წამოწყება, რომ მიყვარხართ და მეშინია შედეგების. გვახსოვდეს, რომ კლუბური ნარკოტიკიც შედარებით ახალი ხილია. 
მამაჩემი 38 წლის ასაკში გარდაიცვალა, ხოლო ბიძაჩემი 39 წლის ასაკში ე.წ. რეზბალნიცაში დაამთავრა სიცოცხლე, რომელიც მოხმარებისთვის იხდიდა სასჯელს. მოდით გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ნარკოტიკული საშუალებები სანამ ყველაფრის დეკრიმინალიზაციას ვითხოვთ!

დღეს ყველაფერს დავთმობდი მათი ნახვისთვის, ამიტომ ვიცოდეთ რომ ჩვენი სხეული არამარტო ჩვენია! არ გვაქვს უფლება ვიყოთ ეგოისტები! მოვითხოვოთ რომ გამოუშვან ის ახალგაზრდები, რომლებიც სასჯელს იხდიან მცირედი კლუბური ნარკოტიკის მოხმარებისთვის. მაგრამ არა ნებისმიერი ნარკოტიკის მოხმარებისთვის. და ის მოვითხოვოთ რომ სასჯელი შემსუბუქდეს. მივიღოთ ცხოვრებისგან სიამოვნება! #ნარკოტიკებიკლავს მე ამისთვის არ მემეტება არავინ," - წერს მაცაბერიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:08

    "ელენეს ძალიან უყვარს მამა. მან ამ ყველაფრის შესახ...

      მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ ჟურნალ “სარკის” ახალ ნომერში განაცხადა, რომ მისი ყოფილი სიძის, მსახიობ გიორგი მახარაძის განკურნების შანსი 90 %-ზე მეტია. მან გიორგისა და მარიამ როინიშვილის საერთი...

  • 11:07

    თიბისი გალერეამ ოთარ მეღვინეთუხუცესის ხსოვნის საღა...

    თიბისი გალერეაში ოლიკო ჟღენტის  წიგნის “ნიღბის მიღმა“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ცნობილი ქართველი მსახიობის, ოთარ მეღვინეთუხუცესის ცხოვრებას და შემოქმედებას ასახავს. წიგნი მსახიობის 85 წლ...

  • 10:59

    ივანიშვილი ავადმყოფობის გამო დაკითხვაზე არ მიდის...

     „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,   ბიძინა ივანიშვილი ჟენევის სასამართლოში დაკითხვაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ მიდის. საქართველოს ექსპრემიერმა ავადმყოფობის გამო შვ...

  • 10:54

    „შვილმა მითხრა - სანამ შეგეძლო იტალიელებს ბანე ტრ....

      იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი მარინა ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს:"დღეს დილით მოგვიანებით გავიღვიძე,რადგან წუხელ მე და ჩემმა მოხუცმა ჩვეულზე გვიან დავიძინეთ. ის იყ...

  • 23:30

    17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი...

    ვერძიგაგიუმჯობესდებათ განწყობა. კარგი დღეა შეხვედრებისა და სამომავლო საქმეების დასაგეგმავად. თუ გსურთ, რომ გენდობოდნენ, ნამდვილი ოსტატობა უნდა გამოავლინოთ. კუროშეიძლება შეიცვალოთ პროფესია, ჰობი. ...

  • 16:53

    შემზარავი ავარია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე...

    ავარია თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. უბედური შემთხვევა დიდუბის ხიდთან მოხდა.  მსუბუქი ავტომობილი ხეს, შემდეგ კი მდინარის ჯებირს დაეჯახა.ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. ასევე,...

  • 13:46

    გამოჯანმრთელდით ლელა გეჯაძის დახმარებით...

    „ქავთასი“ მცენარეული საშუალება, რომელსაც ალტერნატივა უბრალოდ არ აქვს !ხალხური მედიცინით მკურნალობა იმაზე ხანდაზმულია, ვიდრე კლასიკური მედიცინა, მცენარეების უნიკალურ თვისებებზე ყოველთვის ლაპარაკობენ, მ...