2 3 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ბათუმში მეოთხე სართულიდან ქალი გადმოვარდა, რომელიც ფანჯრის მინას წმენდდა

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულიდან ქალი გადმოვარდა და გარდაიცვალა. როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს, ბრიგადა შემთხვევის ადგილას რამდენიმე წუთში მივიდა, თუმცა მედიკოსებს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

მეზობლები ყვებიან, რომ ის ფანჯრის მინას წმენდდა, სავარაუდოდ კიბე დაუცურდა და სწორედ ეს გახდა გადმოვარდნის მიზეზი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გარდაცვლილი ქალი 60 წლის იყო. 



კომენტარები

მსგავსი სიახლეები