1 6 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

პირველმა არხმა 36 441 ლარის ღირებულების 20 ახალი ავტომობილი შეიძინა

პირველმა არხმა  „სუზუკი ვიტარას“ მარკის 20 ახალი მსუბუქი ავტომობილი შეიძინა, თითოს ფასი  36 441 ლარია

  ავტომობილების შეძენაზე ელექტრონული ტენდერი იყო გამოცხადებული, მასში მონაწილეობდა ორი კომპანია – სს „ფრანს ავტო“ და შპს „ჯი-თი მოტორსი“. ტენდერში „ჯი-თი მოტორსმა“ გაიმარჯვა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსებისა და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორის, ნოდარ ჭიჭინაძის განცხადებით, ავტომობილები საბაზრო ფასზე 12 ათასი ლარით ნაკლებია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები