1 1 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

კვების გამო, საბავშვო ბაღებში ხანგრძლივი არდადეგები გამოცხადდება

  თბილისში საბავშვო ბაღებში ხანგრძლივი არდადეგები, როგორც გაირკვა ბავშვების კვებას უკავშირდება. იმ კომპანიასთან, რომელიც აღსაზრდელების კვებაზე ზრუნავს, ხელშეკრულება თბილისის მერიას 22 დეკემბრის ჩათვლით აქვს გაფორმებული. ახალი ტენდერი კი 13 დეკემბერს გამოცხადდა. სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებითი მომსახურების შესყიდვაზე და სასადილოების მომსახურებაზე მერია 31 მილიონ 218508 ლარიან ტენდერს აცხადებს. 

რადიო იმედს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს, რომ კვების გამო ხდება 25 დეკემბრიდან არდადეგების გამოცხადება, თუმცა ვერ აკონკრეტებენ, თუ რატომ გამოცხადდა ტენდერი გვიან.

თბილისის მასშტაბით საჯარო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები 2017 წლის 25 დეკემბერიდან 15 იანვრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები