0 3 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ელენეს ძალიან უყვარს მამა. მან ამ ყველაფრის შესახებ არ უნდა გაიგოს და ეს ტრავმა არ უნდა მიიღოს"

  მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ ჟურნალ “სარკის” ახალ ნომერში განაცხადა, რომ მისი ყოფილი სიძის, მსახიობ გიორგი მახარაძის განკურნების შანსი 90 %-ზე მეტია. მან გიორგისა და მარიამ როინიშვილის საერთი შვილზე, 6 წლის ელენეზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მან მამის ავადმყოფობის შესახებ არაფერი იცის.

– მინდა საზოგადოებას ვაუწყო, რომ ექიმებისგან ძალიან კარგი, დამაიდებელი პროგნოზია. ფაქტობრივად, 90 პროცენტზე მეტი შანსია განკურნების. ვთქვი კიდეც და ვიტყვი, როგორც ჩემს შვილებზე ვლოცულობ, ისე ვლოცულობ გიორგისთვის. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანის ლოცვაც შეეწევა მას და ყველაფერი კარგად იქნება.

ელენეს ძალიან უყვარს მამა. მან ამ ყველაფრის შესახებ არ უნდა გაიგოს და ეს ტრავმა არ უნდა მიიღოს. როცა დიდი გოგო გაიზრდება და გიორგი ასაკში იქნება, შეიძლება ამბად მოვუყვეთ, რომ ასე იყო.

მოკლედ, ელენემ არაფერი იცის დ ამიტომ ძალიან მშვიდად არის, თავის მამიკოსთან მიდის, ნახულობს – ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები