2 0 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

,,მოსწავლეების და მასწავლებლების შემოწმების ხარჯებს, რომელთაც შეხება ჰქონდათ ტუბერკულოზის ნიშნის მქონე პედაგოგთან, მერია თავის თავზე იღებს"

ყველა მოსწავლემ და მასწავლებელმა, ვისაც შეხება ჰქონდა ადამიანთან, ვისაც ტუბერკულოზი დაუდგინდა, უნდა გაიაროს შემოწმება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხდა. 

როგორც კალაძე აცხდებს, შემოწმების ხარჯებს თავის თავზე თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო აიღებს. 

"ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ტუბერკულოზის ცენტრთან და შევთანხმდით, რომ ყველა მშობელი მიიყვანს პატარებს შესამოწმებლად და მასწავლებლებიც გაივლიან შემოწმებას. რაც შეეხება პრევენციას, პედაგოგები ვალდებულები არიან ყოველწლიურად გაირონ შემოწმება ამ მიმართულებით და შესაბამისად, ეს მკაცრი მოთხოვნაა,"- განაცხადა კალაძემ. 

თბილისის 152-ე ბაგა-ბაღის ერთ-ერთ პედაგოგს დაუფიქსირდა ტუბერკულოზის ნიშნები, აღსაზრდელები, რომელთაც პედაგოგთან შეხება ჰქონდათ, სპეციალურ შემოწმებას გაივლიან, - ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი. 

მათივე ინფორმაციით, ბაღის პედაგოგს უტარდება სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევა, რომლის საფუძველზეც დაენიშნება შესაბამისი მკურნალობის კურსი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები